აგერ მე ვთავაზობ --->
Abrama777 ამ კაცს სტოკი ვექტრა ბ 2.0 ეკოტეკით სტოკ უტურბინო ფორიკასთან დადგომას და აზრი არ აქვსო თავს მარიდებს, (არ თქვათ ეხლა წონაშია დიდი სხვაობაო, კატალოგი ნახეთ, 50 კილოშია განსხვავება მეტი არა) მარტო ჩემს საცოდავ 1.6-თან აქვს დიდი გული, თუმცა რომ ჩამოუვა მაინც დავუდგები 1.6-თაც, ასე რომ სტოკებითაც ნუ გვაშინებთ, არც მთლად მასეა საქმე როგორც თქვენ იძახით, მოტორზე არ ვიძახი არაფერს მაგრამ თუ კარგად გადაავლებთ ოპელ კალიბრას მოინაცემებს თვალს მაშინ თვალს მოკრავთ აეროდინამიკული წინააღმდეგობის კოეფიციენტს კერძოდ Cx = 0,29 — შედეგი რომელიც დღესაც კი ცოტას აქვს, და ეს ხდება 1990 წელს, მისი მოდელების 80% თუ არა 70 % მაინც ევროპის ბესთ სელერი გახდა და როცა ოპელს დასცინით იქნება დააკონკრეტოთ კიდეც რატო დასცინით ასე ძალიან?
პ.ს. არ გეგონოთ რომ ოპელის თავგადაკლული ფანი ვარ, ობიექტურად ვმსჯელობ უბრალოდ თორემ ისე ევო-ც მომწონს, ეკლიფსიც და იმპრეზაც, მამენტ ბნვ-ც კი

მაგრამ ოპელს მაინც არ დავცინი უმიზეზოდ