T65 RS ეს არის ყველაზე ძლიერი ბრაბუსის ქმნილება ამ მოდელში!
Mercedes SL 65 AMG Black Series. მოდიფიცირებული ვერსია!
800ცხ/ძალა და არანორმალური მაბრუნებელი მომენტი რომელსაც 2100 ბრ/წთ-ში გამოიმუშავებს 1420 ნ/მ-ია რომელიც ელექტრონულად 1100 ნ/მ-ზე არის დაყვანილი (588 კლვტ). მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ-ზე მეტი და 200კმ/სთ განვითარებას ანდომებს 9,8 წამს.
სურ1
ინტერიერი მოპირკეტებული ყველაზე ძვირადღირებული სპორტული მასალით რაც უფრო მიმზიდველს ხდის ბრაბუსის ამ მოდელს. მომხმარებლის მოთხოვნით ციფერფლატების მანათობელ შუშაზე შესაძლებელია სახელის პერსონიფიცირება რაც ბრაბუსის ექსკლუზიურობას უსვამს ხაზს!
BRABUS T65 RS-ის ძრავი აწყობილია სპეციალური გამომშვებ კოლექტორებში ჩაშენებული მაღალი ეფექტურობის მქონე 2 ცალი housings-ის ტურბინებით და ორი ძლიერი კომპრესორით. შუალედური გაგრილების სისტემა სპეციალური ბრაბუსის კარბონის კაპოტითაა დაფარული.
სპეციალური უჟანგი ფოლადისგან დამზადებული ბრაბუსის მაყუჩი კატალიზატორთან ერთად რომელიც ნულოვანი წინაღობით არის შექმნილი იძლევა მაღალ ეფექტს მუშაობაში.
ეს ძრავი ექვემდებარება EURO IV მკაცრ მოთხოვნებს და მას საპოხი მასალით უზრუნველყოფს ზეთების მწარმოებელი ფირმა ARAL-ი.
მანქანა იწონის 1795 კილოგრამს და 100 კმ/სთ ანვითარებს 3,6 წამში. მაქსიმალური სიჩქარე უსაფრთხოების გამო ელექტრონულად შეზღუდულია 320 კმ/სთ-ზე თუმცა მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ-ზე მეტია.










This post has been edited by Benco on 17 Sep 2010, 19:43