ბიჭებო როგორ ხართ?
მიშას ვულოცავ გოგოს შეძენას, ღმერთმა ბედნიერი და ჯანმრთელი გაგიზარდოს!
მოკლედ, პრობლემა გამომიჩნდა. ამასწინათ ქორწილში მე მეჯვარე ვიყავი, ჩემს ვექტრაზე ჩემი ძმა დაჯდა და კიდეც გაუჩალიჩა ბამპერს

მოკლედ, გასაკეთებელია. ვინმე ნორმალური პლასტმასჩიკი მიმასწავლოთ იქნებ, რომ კარგად აკეთებდეს და ძალიანაც არ გამწეწოს. თან ისეთი განსაკუთრებული დაზიანებაც არაა არაფერი, აგერ სურათებსაც დავდებ:

ძირითადად ეს მხარეა დაზიანებული. ქვემოთ გაბზარულია, ის ნიკელისფერი კანტები შესაცვლელია ალბათ საერთოდ, მაგის აღდგენაზე ჩალიჩს...
სურათი 2:

აი ეს როგორ მოახერხა იმ მიჯახებისას ვერ მივხვდი

კი მითხრა, ცხვირი დაწია მანქანამ დაჯახებისასო...
ეს სრული ხედი:

ფარებს ქვემოთ რომ რკინაა დაჯახებისას ეგეც შეიღუნა ორ ადგილას და ფარებიც დაწეულია ოდნავ, მარჯვენას ეტყობა განსაკუთრებით, ახლოს ანათებენ.
რამდენი დამიჯდება ახლა ეს დაახლოებით?
ან კიდევ, ნეტა ადვილია ამის ბამპერის მოხსნა და დაშლა? საღებავიც რომ ვიშოვნო, ჩემით ვიჩალიჩებდი.
XOS, შენ გეცოდინება, ესეთი ფერის საღებავის შოვნა სად შეიძლება?
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.