მართალია, მშვენიერი შეკრება გამოგვივიდა, მშვიდი და მეგობრული

შეკრება გახსნა ჩემმა ალფამ:

შემდეგ მოვიდა
PITA777, ცოტა ხანში
borntokill და
Zgarbi1-იც შემოგვიერთდნენ. ისე გავერთეთ საუბარში რომ დღის შუქზე სურათების გადაღება დაგვავიწყდა

სამაგიეროდ კაგად რომ შებნელდა, გაგვახსენდა და ავედით ზემოთ (არ ვიცი სად

) განათებული ქალაქის ფონზე სურათების გადასაღებად



მართალია არაფერი არ ჩანს, მაგრამ არა უშავს

მარცხნიდან პირველი არის
PITA777-ს 156 2.0TS, შემდეგ
borntokill-ის ვეტერანი 155 1.7TS

, შემდეგ
Zgarbi1-ის 156 2.5 V6 და ბოლოს ჩემი 155 1.7TS-ი.
მალევე მთელს ქალაქში და მგონი საქართველოშიც დენი გაითიშა და კიდევ უფრო მყუდრო გარემო შეგვექმნა
borntokill-მა არ დააყოვნა, პროჟექტორი გაჩითა და ერთი-ორი სურათიც გადავიღეთ "ლამფის შუქზე"




სულ ეს იყო

შემდგომში კიდევ უკეთეს შეხვედრას მოვაწყობთ