volovo sფორესტერის ნაწილების სიმცირე ნამდვილად არ არის, იშვიათად რამე ვერ იშოვნო, დაშლილებში მითუმეტეს. საკმაოდ ბევრი დადის თბილისში და სამწუხაროდ ბევრი ამტვრევს

ახალი ნაწილები (სუბარუს ცენტრში) საკმაოდ ძვირია, შესაძლებელია ზოგიერი ნაწილის ამერიკიდან ჩამოტანაც.
"ხადავოი" საკმაოდ გამძლეა, მთავარია ის გაითვალისწინო რომ სრულფასოვანი ჯიპი არ არის და ცუდ გზაზე მაღალი სიჩქარით, თან დატვირთული სიარული არც ისე სახარბიელოა (რომელი მანქანისათვის არის რო?

) მაინც მსუბუქი მანქანის ბაზაზეა აწყობილი, მაგრამ კონკურენტებს (CRV და მისნაირები) აშკარად ჯობნის გამძლეობითაც და გამავლობითაც (ნამდვილად ბრწყინვალე გამავლობა აქვს). საკმაოდ პრაქტიკული მანქანაა, ცოტა სივიწროვეა მძღოლისთვის და მგზავრებისათვის (ცოტა დიდ გაბარიტიან ხალხზე მაქვს საუბარი

) , საბარგული დიდი აქვს, მითუმეტეს სკამებს თუ დაკეცავ.
ბენზინის წვას რაც შეეხება

2.0 არატურბირებული, ავტომატით, ნორმალური სიარულით 11-12-ში ეტევა უპრობლემოდ (ზოგი 9-10 ლიტრშიც ეტევა როგორც აცხადებენ

) მექანიკა წყნარი სიარულით 10-11-ში. ცოტა აქტიური სიარულით 1 ლიტრს მოიმატებს. ეს რაც შეეხება ქალაქში. ტრასაზე მექანიკა 8-9-ის ფარგლებშია, თან საკმაოდ აქტიური სიარულით.
ტურბირებული 2.0 სიარულის მანერაზეა დამოკიდებული, არის ხალხი არატურბირებულის ბენზინის ხარჯში ეტევიან, ზოგი კი 15-16 ლიტრამდეც ადის
ძრავებს რაც შეეხება: ოპოზიტურ ძრავს ცოტა მოფრთხილება უნდა, ზეთის უფრო მალე გამოცვლა, და სასურველია ძრავს არ გამოწურო მისი მაქსიმალური შესაძლებლობები. უბრალოდ ხელოსანს უფრო გვიან მიაკითხავ
ავტომატები გამძლე აქვსო (ეგრე ამბობენ), მექანიკა უფრო გვინახია გაფუჭებულიო (ალბათ უფრო ტურბირებულები ახერხებენ), ფაქტი ის არის რომ 2011 წლის მოდელიც კი 4 სიჩქარიანი ავტომატური კოლოფითაა აღჭურვილი. 2003 წლის ტიპტრონიკებს ჰქონდა უფრო პრობლემა (ჭორის დონეზე ვიცი

)
3500-ში 2000-მდე მოდელები შეიძლება იყიდებოდეს, მთავარია ვის ხელში იყო, და რა მდგომარეობაშია მანქანა, მაგ ინფორმაციის მიღება ადვილად შეიძლება სუბარუს კლუბის ბოქსებში, მანქანის შემოწმებისას. ახალი ჩამოყვანილები უფრო ძვირია, იაპონიაში მანქანები გაძვირებულია.
ფორესტერს იმდენი პრაქტიკული და დადებითი თვისებები აქვს, მარჯვენა საჭიანიც კი საკმაოდ მოთხოვნადია (ფასიდან გამომდინარე).
საჭის გადატანა 1000-1200$ ჯდება საშუალოდ (ნაწილებიანად).
არის ბევრი ნიუანსი რომელიც შემდგომში უნდა გაითვალისწინო, თუნდაც ის რომ მუდმივად 4X4-ზე მაქანაა, საბურავები ყოველთვის 4 უნდა იყიდო, მერე დროგამოშვებით გადაანაცვლო (წინები უკან, უკანები წინ) რომ ერთნაირად გაიცვითოს. ზეთი ცვალო 5000-6000-ის ფარგლებში (იაპონიიდან ჩამოსულს გამოშვების დღიდან ყოველ 4000-ზე ჰქონდა ნაცვლელი, არამგონია იაპონელები სულელები იყვნენ), ტურბირებულებს ცოტა ემატებათ ხარჯები, განსხვავებული მომსახურება ჭირდებათ და უფრო ხშირი, ვიდრე არატურბირებულებს. 100 000-ზე იცვლება კბილანა ღვედი (ძრავის), შემდეგ უკვე ალბათ ყოველ 50 000-ზე, (სასურველია როლიკების გამოცვლაც).
მოკლედ, ოპელ ასტრას თუ შეადარებ ძვირი შესანახი მანქანაა, მაგრამ ოპელთან შედარებით 3-4-ჯერ იშვიათად ფუჭდება, მთავარია კარგ მდგომარეობაში მოძებნო