
კომპანია “Opel”–მა საზოგადოებას ახალი თაობის „Astra”–ს გამოსახულება აჩვენა. მეტალის სახურავის მაგივრად, ახალ მოდელს ჩასაკეცი, რბილი მატერია ექნება, ანუ ახალი ავტომობილი კაბრიოლეტი იქნება.
ახალი მოდელი ევროპის ავტობაზარზე წელიწადნახევარში გამოჩნდება. ავტომობილს იმავე პლატფორმაზე ააგებენ, რაზეც ჰეჩბეკს, მაგრამ კაბრიოლეტს უკანა მხარე შედარებით დიდი ექნება. ძარის ქვეშ საწვავზე მომუშავე ძრავი დამონტაჟდება, რომელიც 1,4–იანი ან 1,6 ლიტრიანი იქნება.
აგრეგატის სიმძლავრე 100 ცხენის ძალიდან 180 ცხენის ძალამდე იქნება. ახალი მოდელი, შესაძლოა, 2 ლიტრიანი დიზელის, ან 1,7 ლიტრიანი ელექტრო ძრავით აღიჭურვოს. „Astra”–ს ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ფრანკფურტის ავტოშოუზე წარადგენენ.

კომპანიამ პირველი სამკარიანი „Opel Astra“ 2005 წელს ააწყო. ხუთკარიან მოდელთან შედარებით ისეთი განსხვავება იყო, რომ საზოგადოებამ ახალი მოდელი არაამქვეყნიურად შეაფასა. ახალი „Astra GTC“ კი შეუდარებლად გამოიყურება. მაგრამ შესაძლოა ითქვას, რომ ხუთკარიანი მოდელი შედარებით ეფექტურია.
გარდა იმისა, რომ ახალ მოდელს ოდნავ მაღალი კარები აქვს, მისი წინა ბამპერი ორიგინალურია. მისი სახურავი და უკანა მხარე შეუდარებელ ვიზუალურ ეფექტს ქმნის. შეიცვალა სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. გერმანელი მწარმოებელი არ აკონკრეტებს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით ახალი მოდელის საბურავების ბაზა 10 მილიმეტრით გაიზარდა.
„Astra GTC“–სთვის ექსკლუზიური ძრავი არ შეუქმნიათ, იგი აღიჭურვა იმავე აგრეგატით, რითიც ხუთკარიანი მოდელი. ოთხცილინდრიანი ძრავი 1,4 ლიტრიანია დ 120–140 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. აღნიშნული ძრავი საწვავზე მუშაობს. რაც შეეხება დიზელზე მომუშავე აგრეგატს, იგი ორლიტრიანი „2.0 CDT“ არის, რომელსაც 165 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ორივე ძრავი ექვსსაფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.