გამარჯობათ,
ხომ არ გქონიათ შეხება PCV-თან? (Positive crankcase ventilation)
სიმართლე გითხრათ წარმოდგენა არ მქონდა საერთოდ ამ სისტემის დანიშნულებაზე.
ინტერნეტში რაღაც დონეზე მოვიპოვე ინფორმაცია.
რამდენადაც ვხვდები ძირითადი დანიშნულებაა კარტერში წარმოქმნილი აირები რომ არ აორთქლდნენ პირდაპირ ატმოსფეროში და არ დააბინძურონ გარემო ხდება მათი ისევ სისტემაში დაბრუნება.
უფრო კონკრეტულად:
ჩემს AUDI A3-ზე (წელი 1998, ძრავი -1.8 V20, უტურბინო 125 ცხენისძალიანი, ზუსტად იგივეა რაც გოლფ 4 )
შევამჩნიე დაზიანებული შლანგები (სურათზე 2,3,4 ნომრები).
პრინციპში ამას დაზიანება არ ერქვა, სულ შეჭმული იყო "ნაგარისაგან". ბევრი აღარ მიფიქრია და გამოვცვალე რაც კი ხელში მომხვდა იმ შლანგებით. გამოცვლისას შევნიშნე ასევე კარტერიდან ამომავალი პლასტმასის "ჩიბუხი" (სურათზე N5), რომელიც ასევე დაზიანებული იყო.
რამდენადაც მოპოვებული ინფორმაციიდან გავიგე ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სარქველს, რომელიც განლაგებულია ვოზდუხამერიდან დროსელამდე მიმავალ საჰაერო შლანგში (სურათზე N1).
კითხვა მდგომარეობს შემდეგში:
1. ხომ არ იცით PCV სისტემის გაუმართაობა როგორ აისახება მანქანის გაწევასა და წვაზე?
2. თუ შეიძლება აღნიშნული ნაწილების თბილისში შეძენა?
3. PCV სარქველის გამოცვლისას შესაძლებელია მარტო სარქველის შეცვლა თუ ვოზდუხამერიდან დროსელამდე მიმავალი მთლიანი შლანგი იცვლება?
ძალიან დიდი მადლობა წინასწარ
მიმაგრებული სურათი