S-P-I-K-Eმოკლედ მე რაც ვიცი და რაც გავარკვიე..
თავიდან გაზის ჩაყენება რო უნდოდათ ა6 2.8 ძრავზე გაგვაგზავნეს დიღომში, ვისოლის ბენზინ გასამართი როა..
მანდ სამწუხაროდ ვერ ჩავაყენებთ ჩვენ აპარატურასო და უარით გამოგვიშვეს

მერე მივედით დღმის მასივში. აღმაშენებლის ხეივანს რო მოუყვები, გლდანის გადასახვევიროა, გადაუხვევ და მანდ არის ბუნებრივი აირით გასამართი სადგური, აი მანდ ამონტაჟებენ.
მივედით და კი ბარონო არაა პრობლემაო, ოღონდ ავტომობილი იდეალურად უნდა იყოს გამართული ელექტროობის მხრივო. ცოტა დეტალურად რას გულისხმობთქო და ვერ მიპასუხა, გამართული უნდა იყოსო რა... მიდი და გაიგე ეხლა რა უდევს გულში

მაგრამ ზოგს პრობლემა აქვს და ვერ მოგცემ გარანტიას რო 100% იდალურად უმუშავებს, ზოგჯერ დაძვრისას ოდნავი ვიბრაცია აქვსო.. თუ არ ვცდები დროსელს ვერ არეგულირებენ ან ეგრედ წოდებულ ზაჟიგანიას... ზოგს აქვს და ზოგს არაო.. მე ვფიქრობ რო დროსელის დარეგულირებით შეიძლება მაგ პრობლემის გასწორება

ხო და კიდე ის გავარკვიე რო მაქსიმუმ 18 კუბიანი ეტევა ა6 ის საბარგულში

თუ ერთიუ ცალი გინდა რო ჩაამონტაჟო და სულ დაახლოვებით 2000-2200 ლარი ჯდება
აი ეს ინფორმაცია მაქვს მაგ გაზზე