რა კარგები ხართ ყველას დიდი მადლობა
gsxარა არ ინთება
shotaguloდიდი მადლობა, შევამოწმებინებ მაგასაც
Mr ika მეოთხე პასუხიდან დავიწყებ: ამ ყველაფრი (აბს, კარობკა, თერმოსტატი) ხელოსნები მჭირდება , თან ისეთი, რომ არ მაწამოს, როგორც უკვე მაწამებენ ამდენი ხანია

და ძალიან, ძალიან გთხოვთ, თუ იცით არ დაიზაროთ რა, მომწერეთ სად და ვისთან მივიდე . რაც შეეხება პირველ პრობლემას, მითხრეს, ზეთი რომ გამოცვალო სულ ჩამოშლის კარობკასო და იარე, სადამდეც გატარებს და მერე გადააგდეო. (არადა როგორი გადასაგდებია, სულ რომ არაფერი, ოჯახის წევრივით მიყვარს მგონი

ამიტომ ვზივარ და ვმკითხაობ რა ჯობია. თორემ იდეაში, ყველაზე მარტივი და კეთილი გამოსავალი იქნებოდა ეგ ზეთის გამოცვლა. და კიდე რა მაინტერესებს, მაგ "ტვინის" გამწმენდი ვინმე ხომ არ გეგულებათ? მართლა გადავირიე რა, მე მგონი მეკაიფებიან ხელოსნები, თორემ როგორ შეიძლება ესეთი ურთიერთგამომრიცხავი პასუხები ქონდეთ ერთ პრობლემაზე?

თერმოსტატი კიდე რატომღაც ძალიან იაფი ღირდა თეგეტაში, 20 ლარი და სულ ჩემი თავი იფიცეს, არ არის ცუდიო, მაგრამ მარტო ხელობა 180 ლარი არ მესიამოვნა რატომღაც

პ.ს. ვიცი, ტვინი გავბურღე და მაპატიეთ

ჩუმად ვიჯდები ამის შემდეგ