მოგესალმებით ხალხო, თქვენი დახმარება მინდა, უფრო სწორედ რჩევა, თუ არ დაიზარებთ და გამარკვევთ მადლობელი ვიქნები

მოკლედ E46 ზე მაინტერესებს საიდან ჯობია ჩამოყვანა, იაპონიაში სულ ავტომატებია და კუპეც იშვიათი და ძვირია, ამერიკას და ინგლისს ვფიქრობ. მაინტერესებს ნორმალური მექანიკა კუპე 2.8 ან 3.0 რამდენში შეიძლება იყიდოს კაცმა, ამერიკიდან და თუ ვინმეს გქონიათ გამოცდილება ინგლისიდანაც, თუ ღირს საერთოდ ინგლისიდან ჩამოყვანა.
ასევე მაინტერესებს როგორ დადის 2.8 E46 ის კუზაოზე, ვიცი რომ E36 ზე მძიმეა. E36 ზე ვიცი, რომ მარტივათ და შედარებით იაფად შეიძლება ცოტა მატორის მიხედვა (ბევრ ფორუმზე მინახია E36 ის პროექტი), ამის ამბავი როგორ არის E46 ზე? რამდენადაც ვიცი 2ვანუსიანი ძრაქვი დგას და საწიუნინგოთ ძნელია. ვიცი მალე მომბეზრდება სტოკი და წინასწარ მინდა გავერკვე ღირს თუ არა 2.8 ის ყიდვა და მერე რამის ჩალიჩი თუ ისეთი ფასები ჯდება რო აზრი არ აქვს.
ასევე სტოკი პადვესკა როგორია კომფორტზე ხო არ აქვს აქცენტი და თუ არის შანსი აქ ან საიდანმე ნორმალური პადვესკის ჩამოტანის, ისე რო მანქანის ფასი არ დაჯდეს.
ვიცი ეს ყველაფერი E36 ზე გაცილებით მარტივი საშოვნელია და შედარებით იაფიც ჯდება, მაინტერესებს E46 ზე როგორ იქნება, საერთოდ მიდის თუ არა რამე E36 ის, ან პადვესკა ან მატორის ნაწილები. სტოკი მუხრუჭებიც როგორი აქვს და 700 იანის ან რაიმე უფრო ძლიერი თუ დგება.
მოკლეთ ბერვრი საკითხია და ამ ყველაფერში თუ გამარკვევთ წინასწარ გიხდით მადლობას

ამ ორ მანქანაზეც ერთი ორი სიტყვით თქვენი აზრის მოსმენაც საინტერესო იქნება
http://myauto.ge/car_details.php?car_id=2978153http://myauto.ge/car_details.php?car_id=2935864