ჩვეულებრივში ალბათ GSR-ს გულისხმობ...
RS მყავს მე და შესაბამისად თავს უფლებას მივცემ გიპასუხო......
RS მოდიფიკაცია არის იმენნა რალისთვის შექმნილი. აქვს წინა (!) ცენტრალური და უკანა ხიდების ბლოკირება.
არის ბევრად რთული სამართავაი ვიდრე GSR ვერსია რადგან ძნელია დამორჩილება მოსახვევში, მაგრამ პროფესიულ დონეზე RS-ი ჯობია რადგან შენზეა ყველაფერი დამოკიდებული და არა სხვა მექანიკურ თუ ელექტრო დამხმარებზე..... RS არ აქვს ქალაქის კომფორტები (ელ. შუშები, ABS, კონდიციონერი იშვიათად აქვთ) და რაც ყველაზე მთავარია არის თითქმის 100 კილოთი უფრო მსუბუქი GSR ვერსიაზე.
რაც შეეხება GSR მოდიფიკაციას ეს არის უფრო ქალაქის პირობებისთვის მორგებული მანქანა ელ შუშებით, კონდიციონერით ABS-ით და კიდე სხვა კომფორტებით....
GSR-ებს არ აქვს ბლოკირებული წინა და უკანა ხიდი. აქვთ მხოლოდ ცენტრალური ბლოკირება. აქვს ძალიან რევოლუციური (იმ დროისთვის როცა შექმნეს პირველად) AYC სისტემა (Active Yaw Control) რაც გულისხმობს მაბრუნებელი მომენტის გადანაწილებას უკანა მარჯვენა და მარცხენა ბორბლებს შორის და რომელიც ეხმარება მძღოლს მოსახვევში უკეთესად შესვლისთვის.
EVO 7 იდან უკვე GSR ვერსიებს აქვთ AYC და ACD სისტემა რომელიც ცენტრალური დიფერეცნციალის ბლოკირებას აკონტროლებს საბურავის მოჭიდებიდან გამომდინარე....
იმედია ამ ინფორმაციას სწორად გამოიყენებ
This post has been edited by nikaloza on 4 Dec 2011, 01:39
ვულოცავ ყველა გამარჯვებულს გულით, ელემენტარული იმიტო რო სახლში ჯდომით და კლავიატურაზე გაზაობით არ მოუგია და სანამ საქართველო შურით, ბოღმით და დეზლით იქნება სავსე იქამდე არაფერი გვეშველება... (Patkach)