xunjguმე როგორც იოს მფლობელი ცოტაოდენ რამეს გირჩევ და გამოცდილებასაც გაგიზიარებ:
1. ეცადე იყიდო განუბაჟებელი, არ იცი აქ რა ზეთს და ბენზინს ასხამდნენ და როგორ უვლიდნენ. ვინაიდან GDI ძრავი ცოტა ფაქიზია, ამიტო პოხუისტი პატრონის ხელში ნამყოფი მანქანა არაა კარგი იდეა
2. თუ არ გაქ პრობლემა, რულს ნუ გადაიტან, იარე მარჯვენა საჭით
3. თუ რული უნდა გადაიტანო, გაითვალისწინე რამდნეიმე რამე: კალონკა არ დააყენებინო გოლფის, დააყენე ჩერიოტის ან რავ4-ის (როგორც ვიცი მიდის რავ4-ების) იმიტო რო გოლფის კალონკებიმერე პრობლემებს იწვევს ნიტო ცოტა მოკლეა, ნიტო ცოტა გრძელი, მაგის გამო პილნიკები უფრო ხშირად გექნება საცვლელი + მაგას შეილება ჰიდრავლიკის პრობლემა გაგიჩნდეს, მე მაგალითად სადღაც 1 წლის მერე ჰიდრავლიკის ნასოსის გამოცვლა მომიწია, როგორც ამიხსნეს შედარებით მეტი ძალა ადგებაო სხვა კალონკა რო აყენიაო. ასევე თუ ფირმას გადატანინებ რულს და არა ვინმე კერძო პირს, კარგი იქნება, ზირითადად კერძო პირები პატარა დეტალებს იკიდებენ, მაგალითად ჩემს იოზე ცენტრალური საკეტი, ისევ მარჯვენა მხრიდან იღება და იკეტება, კარებზე სტოპები პირიქით იყო შეერთებული და ჩემით გავასწორე და ა.შ. მოკლედ პატარა წვრილმანებია, რასაც იკიდებენ და ჩემსავით თუ ხარ, ნერვებს მოგიშლის

ასევე რულგადატანილი იოების ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა, ზაფხულში, კონდენციონერი რო მუშაობს, სალონში წყალი წვეთავს ხოლმე. სანამ მიზეზს მივაგნებდი, კინაღამ გავრეკე, არადა რო მივაგენი მერე ძაან მარტივად მოვაგვარე. მოკლედ იმის თქმა მინდა, რო თუ რულს გადაიტან, კარგად გააკონტროლე და თავზე დაადექი, მარა მაინც ჯობია არ გადაიტანო, მიუხედავად იმისა რო მეტ-ნაკლებად ადვილად გადადის.
4. რაც შეეხება მოვლას: ზეთი გამოუცვალე ჩოტკად როცა ეკუთვნის იმ გარბენზე, არ გადააცილო, ჩაასხი შესაფერისი ზეთი (ბაიკები იმაზე რო "მიცუბიშის ორიგინალი ზეთი მაქ ძმაო" შეგიძლია დაიკიდო, მთავარია ჩაასხა შესაბამისი სისქის ზეთი) ბენზინი პრემიუმი ან სუპერი, ნაკლები არა. თუ ამ ორ პირობას დაიკიდებ, დროთა განმავლობაში აიკიდებს ძრავი ხმაურს და ნელ-ნელა სხვა პრობლემებიც დაემატება, თუ არ დაიკიდებ, ივლის ხოშიანად. ჩემსაზე წელიწადნახევარია ზეთს ნორმალურად ვცვლი და ბენზინს ნორმალურს ვასხამ და როგორი ხმაც ქონდა ყიდვის დღეს, ისეთი აქ დღესაც, საათივით წიკ-წიკებს. სხვა განსაკუთრებულ მოვლა პატრონობას არ საჭიროებს, მთავარია ეს ორი პირობა შეასრულო.
5. რაც შეეხება წვას: ჩემი ქალაქში მიწვავდა 10 ლიტრის ფარგლებში, ზაფხულში, როცა კონდენციონერი მქონდა ჩართული 11-ზე ადიოდა დაახლოებით. ეხლა ცოტა აურ-დაურია ბოლო თვეებში და დროსელის ბრალი იყო, გავწმინდე და ჩამოვიდა ისევ, თორე ლამის 13 ლიტრზე ადიოდა. ტრასაზე 7,5-8-ზე ჩამოდის.
ზოგადად რაც შეეხება, ცხადია სუპერ კლასის მანქანა არაა, მარა პატარა ყველგანმავალი თუ გინდა, ძაან ხოშიანია, ხიდი აქვს, რაც პაჯეროზე აყენია, იგივე Super Select სისტემა დგას ამაზე, ბლოკირება აქვს და პანიჟენია აქვს, თუ ძალიან არ მოინდომე, არსად არ ჩარჩები და არ გიღალტებს, ერთგული და მორჩილი მანქანაა, ქალაქგარეთ თუ გადიხარ და ტყე-ღრეში დაძვრები, შეგიძლია იმედი გქონდეს, ნორმალურ საბურავებს თუ დააყენებ ხო ვაფშე ჩაურთე ხიდები და აბობღდება სადაც გინდა.
ოღონდ ჩემი რჩევა იქნება, თუ 4 კარიანს იყიდი (და მამენტ ალბათ 4-იანი უნდა იყიდო 2-იანი ძაან პატარაა) 2.0-იანი ძრავით იყიდე, 1.8 ცოტაა ხოლმე მომენტებში და ეგ იგრძნობა (თუ სამსახური-სახლის მარშრუტზე გინდა არ იგრძნობა, მარა თუ დატვირთული რამე გორაკზე მიბობღავ იგრძნობა) პახოდუ როგორც მითხრეს, 2000-იანებს და 2001-იანებს უკეთესი ძრავი აქვს და GDI-ს პრობლემებიც უფრო ადვილად გვარდება.
მოკლედ რავი, თუ მოუვლი და ნორმალურ მდგომარეობაში დაითრევ, გასიამოვნებს და ერთგულად გემსახურება, არსად არ დაგტოვებს და სადაც მოსთხოვ, ყველგან აგიყვანს. თუ ცოტა შელანძღული იქნა (განსაკუთრებით GDI-ს ამბავში), მაშინ ალბათ არ ღირს, დიდი შანსია რო გაგაწვალოს.