ნუ 100$ დაამატე და 5400$ გამოვა....
მოკლედ ახლა აღვწერ ჩემს დღევანდელ თავგადასავალს:
გუშინ ძალიან დაიმედებული წავედი პერეხადნოიზე და შემხვდა უკანასკნელი ბილეთი თბილისი-ფოთის რეისზე - ვიფიქრე ასე გამართლებით დაიწყო და უფრო კარგად გაგრძელდება მეთქი. მართლაც ჩემს გვერდით საკმაოდ მომხიბვლელი გოგონა აღმოჩნდა სკამზე, მაგრამ ბოლო რიგში ვიჯექი და ზეგ ძრავაზე მომიწია მგზავრობა. თუმცა ჯერ სად ვიყავი, მგზავრობის სურპრიზები წინ მელოდა - ჩემი გაბარიტებიდან გამომდინარე და იმ პირობებში, რომ ბოლო რიგში სკამს საზურგე არ ეწეოდა უკან, ვერაფრით დავიძინე. ჩემმა მეზობელმა გოგონამ ჯერ სმს-ებით გაბურღა ტვინი, შემდეგ ურსასმენებით და ბოლოს ჩამოეძინა, ჩემს მხარზე

ვააახ, ამას თვალები აქვს მინაბული, მე ჩემს ლექსუსზე ვფიქრობ და ჩემს გვერდით მჯდომი მამაკაცი ხან მე მიყურებს და ხან ამ გოგოს დეკოლტეშია ჩამძვრალი.... ბოლოს მომბეზრდა, გოგონას ხელი მოვხვიე, რათა კომფორტული მდგომარეობა მიმეღო და დამეძინა, რომ განგაშის ზარებს შემოქჰკრეს
, საბოლოოდ სადღაც სამტრედიაში ეს გოგო მომიბრუნდა, თავად ჩამეხუტა, თავაზიანად მკითხა ხომ არ ვწუხდებოდი და მიიძინა, სანამ ფოთში გაჩერებაზე, თავში ჩვენს უკან დალაგებული წამლებიანი მოზრდილი ყუთი არ დაეცა... თუმცა მთავარი სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ იყო.
როგორც იქნა მივედი გეზში და ველოდები ჩემს მფრინავ რაშს, გოგონა თავაზიანად მიწვდის რიგის ნომერს რომელსაც 14 აწერია და იქვე ვამჩნევ, რომ 8, 9, 10, 11, 12 და 13 ნომრები დარბაზში არ არიან, ანუ მე ფანტომების შემდეგ ვარ. ამასთანავე გოგონა ასევე თავაზიანად მატყობინებს, რომ ჩემს მანქანაში აღმოაჩინეს მეორადი ავტონაწილები, რომლებიც ექვემდებარება განბაჟებას. თან გამიკვირდა , თან გამიხარდა, მაგრად დახეთ საოცრებას - ჩემი ლექსუსის საბარგულში აღმოჩნდა: გოლფის ბურთი, გაურკვეველი წარმომავლობის ექვსად მოკეცილი კაპოტი, ასევე კიდევ უფრო გაურკბეველი მანქანის მარჯვენა კრილო და ბევრი უსაფრთხების ღვედი..., მაგრამ არ აღმოჩნდა ზაპასკა და ძალიან გამაკვირვა ბიზონის აღმოჩენამ, დანგრატსაც ამერიკაში დარჩენა გადაუწყვეტია (და არა ფოთში, იმედია). ყველაზე საინტერესო მაინც წინ მელოდა, მოვიდა აკუმულატორიანი მუშა, კლემები დავადეთ, პრიბორები გავხსენით და ... ჩემი ფეხები, სტარტერი არ ტრიალებს - მხოლოდ თბილისში, მანუალში ქექვის შემდეგ აღმოვაჩინე ჩიპის პრობლემები (ვენაცვალე ალტეზას, ჩიპი არა @@@) .... მოკლედ აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ დავამატებ მხოლოდ ჩემნაირ იდიოტს შეუძლია გაყიდოს ალტეზა და იყიდოს ლექსუსი , ხო ამ მანქანის ტორპედოს ხარისხი ჯობს ალტეზასას და კარობკა W55 აყენია ამაზე და ზადნი მეხუთეს ქვეშ აქვს, ნოლშესტია მგონი ეს უპატრონო

(ისე და ისევ დაილოცოს ალტეზას J160)
P.S. კეთილო ბიძიებიო ჩამიხურეთ რა კრედითი და ყველა საკრედიტო ხაზი გამიუქმეთ და ინტერნეტთან არ მიმიშვათ....

და წაიყვანეთ ეს მანქანა, კაი ფორუმულ ფასში
და ვინმემ ამ გასაღებზე რამე მირჩიეთ რა , რა უნდა ვქნა