გაუმარჯოს ხალხს
კი, ჩემი მანქანაა და ვერაა კარგად საქმე :S
მიცკევიჩზე დატორმუზებულზე ავვარდი რაღაც დედა მიჯმულ ამოწეულ ჭაზე ცალი მხარით, ტორმუზმა არ დაიჭირა ერთი მხარე და შევუვარდი ჯიპს

ჯიპი რომ იყო, მაღალი და ტორმუზით რომ დავარტყი ცხვირი დაბლა მოყვა და სტოიკები, ლანჟერონები და ბალკები ყველაფერი იდეალურადაა, დაჟე შიტოკიც მთელია.
სამაგიეროდ კაპოტი, კრილო, ფარი, ეკრანი აიკეცა ჯირგულად
ეხლა სადაზღვევოს ყავს გადაყვანილი, ორშაბათს დავთვლით ზარალსო, მერე ნაწილების და ხელობის ღირებულებას და დაგიკავშირდებითო, ნუ დაზღვეული მყავდა ყველაფერზე მანქანა და მაგ პონტში მაგრად გამიმართლა.
სადაზღვევო აგენტს ველაპარაკე და ნაწილებს რასაც დავაყენებთ სულ ახალი იქნება ჩამოტანილიო და მოკლედ დროის ამბავია რა და ნერვების. რაც მთავარია არავინ დაშავებულა ფიზიკურად და მანქანა კიდევ სასწაულად არის გადარჩენილი, "სასიცოცხლოდ" აუცილებელი არაფერი დაუზიანდა არც კუზაოს მხრივ და არც ძრავი - გადაცემათა კოლოფის მხრივ და ერთი ეგ მამშვიდებს

P.S. დიდი მადლობა ყველას თანაგრძნობისთვი