დარწმუნებული ვარ ამ ფორუმზე ჩემზე მაგარი პრობლემა რულზე არცერთ მომხმარებელს არ ქონია ოჯახში. თამამად შემიძლია ვთქვა....
მამაჩემი, დედაჩემი, ბიძაჩემი, მამიდაშვილი და ა.შ, ა.შ
ჩემი სანათესაოსთვის და საახლობლოსთვის "სათაკილო" და "დამამცირებელი" იყო ჩემი ესეთი გადაწყვეტილება
მამაჩემს მერსედესზე ნაკლები მანქანა არ ყოლია, სულ E და S კლასებს ატრიალებს, მამიდაშვილი CLის გამწარებული ფანია და ეხლა ბოლო CL ყავს.
ბიძაჩემს კიდე პრადო, ახალი ML და ახალი CLK ყავს
სხვა ნათესავებისკენაც იგივე სიტუაციაა დაახლოებით... ასევე საძმაკაცოშიც.
ხოდა მარიაჟობად კი ნუ გამიგებთ ეხლა ამას კაცო("ბიძის" მანქანით მომარიაჟე კაცის დდშვც :@:@:@ ), პროსტა იმას ვამბობ რო პირველად სახლში რო ვთქვი მარჯვენა რულიანი მანქანა უნდა ვიყიდოთქო, პირველი რაც მითხრა მამაჩემმა ის იყო "რა გაუჭირდა ჩემს ოჯახს ისეთი რო ჩემმა შვილმა მარჯვენა რულიანი მანქანა არ იყიდოსო, მოგცემ ფულს და წადი რამე E46 იყიდე წესიერიო"
ამას მოყვა რამოდენიმე თვიანი ჩხუბი, ისტერიკები, დაცინვები და უაზრო ღადაობა-დამცირებები, ტიპა "ფუ გოგო რო ჩაგიჯდება და კარი აერევა, ან ვაბშე ვინ ჩაგიჯდება" "ფუ მარჯვენა რულზე დაბალი ფენა ზის", "ფუ ბაგაჟნიკიდან რო მართავ მანქანას" და ასე შემდეგ.....
ანუ შეგუება იმაზე რო სხვაგან აქვს რული უფრო ადვილია, ვიდრე იმაზე რო "ფუ მარჯვნივ დაჯდომას როგორ ვიკადრებ"
ხოდა მინდა გითხრათ რომ საკადრებელი არაფერი არაა და რეალურად არც "სხვაგან რული" ნიშნავს სხვაგან რულს. იგივენაირად დადის, იგივენაირად ხედავ, კაროპკა და პედლები იგივე აქვს, ისიც მარჯვნივ გადატრიალებაზე მარჯვნივ უხვევს და მარცხენაზე მარცხნივ )) ერთი რაც უკუღმა აქვს, პავაროტნიკების და დვორნიკების "რიჩაგები" აქვს გადაადგილებული და ფარები მარცხნივ ანათებს. ამაზე ვერ მიჩვევა კიდე სასაცილოა.
ერთია როცა ვიღაც მართლა ვერ გუობს მარჯვენა რულს, მეორეა როდესაც გინდა მაგრამ ვერ რისკავ, ან სიუცხოვის შიში გაქვს, ან არ ხარ შენ თავში დარწმუნებული რო "გაუგებ", მესამეა რომელიც კატეგორიულად არ დაჯდება მარჯვენა რულზე, იმიტო რო ეს მისთვის დამამცირებელია(და ეს ყველაზე ### მიდგომაა!!!!) და მე4 კატეგორიაში ალბათ მე და თქვენც ვართ, რომელთაც იმდენად მუღამი აქვთ რაღაც კონკრეტულის, ან იმენა JDMის, ან არ ვიცი რისი, ყველაფრის მიუხედავათ უნდათ რო მარჯვნივ იჯდნენ.
ეხლა ჩემთვის მართლა სულერთია სად ვიჯდები, მაგრამ მომკალი და თბილისში ამ მანქანით უკეთ დავდივარ ვიდრე წინა E320ით, ტურბო ეკლიპსით და E46 მექანიკით..... ამ მანქანებს არც გაწევის პრობლემა ქონდათ, არც კომფორტის და ალტეზასავით პარატა იამკაზე არ იგრძნობოდა ტრაკში ასფალტი(ნუ ეკლიპსზე კი)
თამამად ვიტყვი იმასაც რომ კაი ხანს მარცხნივ აღარ დავჯდები. იმიტომ რომ მომწონს "აქეთ" ჯდომა
ამდენი იმიტომ ვწერე რო შენ რაც გინდა ის უნდა გააკეთო, შენ უნდა იჯდე იმ მანქანის "ბარდაჩოკზე" და არა შენები. შენ თუ სურვილი გაქვს აქეთ იჯდე, დაჯდები და ვერაფერი ვერ შეგიშლის ხელს

დამიჯერე
* * *
მაგ მანქანას ზაპასკა რო უფრო დიდი აქვს რა კაცია
If you ride like there's no tomorrow, there won't be.
____________________________________________
The Pain You Feel Today, Will Be The Strength You Feel Tomorrow!