მე მინახავს, თან ჩემი.

მაშინ არ მქონდა ევაკუატორის ნომერი და ახლა კი მიგდია მათი ვიზიტკა.
შუაღამეს მარჯვნიდან მთვრალმა ჩამიჭრა "ევროპის" მოედანზე და წრეზე ავვარდი, რომ არ დამჯახებოდა და გავხეთქე საბურავი.
ვერ მოვხსენით ვერაფრით, "კლუჩი" ხალასტოიზე ტრიალებდა უკვე, ისე ქონდა დაჭერილი.
რა მექნა, ევაკუატორი გამოვიძახეთ და ვერც იმათ მოხსნეს, ავაგორეთ, დილამდე იქ ვერ დავაგდებდი და მერე სადმე უნდა წამეყვანა, რომ მოეხსნათ.
ის იყო, უნდა წაებრძანებინათ ჩემი ჭრელა, ერთხელაც ვცადოთ-მეთქი და მოეშვა.

დავაგორეთ უკან.
მერე ჩემმა ქმარმაც გახეთქა სხვა საბურავი, არადა სულ ახლები მეყენა, ევაკუატორის ხელოსანმა კურცხალიც კი გადმოაგორა, მოკლედ კონტინენტალის ზაფხულის საბურავებმა (15") ვერ მასიამოვნა.

ხო, პარალელურად, ჩვენ სანამ ვიწვალეთ, იმ მთვრალის მანქანიდან დროდადრო ხალხი ცვიოდა, ზოგი ნებით ხტებოდა, ზოგი ქვეშ უწვებოდა, ერთმანეთს სცემდნენ ერთი კაცი და მრავალრიცხოვანი ქალები და ბავშვები.

მთელი ორი საათი ცოდვის ტრიალი იყო და პატრული წამლადაც არ გამოჩენილა.
“Life is a lot like jazz. . . It’s best when you improvise. . .”