გაუმარჯოს ყველას.
CLK მყავს w208 1998 წლიანი 2.3 კომპრესორი. ერთ წელზე ოდნავ მეტია რაც დავდივარ, უპრობლემოდ. 3 დღის წინ კი კოლოფი დაიბრიდა უეცრად

დილას ჩვეულებრივად გამოვიყვანე სადგომიდან, რევერსით გავიარე 4 მეტრი, დრაივში ჩავაგდე და მოძრაობა დავიწყე თუ არა ერთი ძლიერი ბიძგი ჰქონდა. მერე გავიარე 3-4 კილომეტრი და ერთ-ერთ შუქნიშანზე რო გავჩერდი აღარ დაიძრა. R-ში და D-ში აღარ დადის, N-ში დადის თან მე-3 სიჩქარეში (ნუ ასე მგონია რო მე-3 არი, ნელა კრიფავს და გაზის მიცემის გარეშე 30 კმ/სთ-მდე ადის). კოლოფში ზეთი შეცვლილი მაქვს სადღაც 3000 კმ-ს წინ. ყოველთვის მუშაობდა უპრობლემოდ, ერთადერთი ცივზე მოძრაობას რო იწყებდი მე-2-ში და მე-3-ში ოდნავ გვიან რთავდა (დაღმართზე უფრო ეტყობოდა), საკმარისი იყო 500 მეტრი გაგევლო, იდეალურად აგრძელებდა იმის მერე.
თეგეთაში მივიყვანე ჯერ, კოლოფების ხელოსანი არ გვყავსო. მიმასწავლეს დიდუბესთან სანაპიროზე, მივედი და არც კი უნახავს ისე მითხრა "ნეიტრალში თუ დადის ესე იგი ჩადუღებულია შიგნით კოლოფში და მაგის გაკეთებას ჯობია ახალი (დაშლილებიდან) დააყენოო".
ინტერნეტში ვკითხულობდი კიდევ რაღაცეებს და ამბობენ ავარიულ რეჟიმზე, გიდრობლოკების გამოცვლაზე, კოლოფის ტვინიდან ზეთის ჩამორეცხვაზე, რავი ათასი რაღაცა შეიძლება იყოს მიზეზი. ხოდა ვფიქრობ ახლა ვის დავუჯერო, ვისთან მივიყვანო, ვინ დამიწერს დიაგნოზს ნორმალურად. მესმის რო ყველა ვარიანტში არაა ეს იაფი ამბავი და ვარ მორალურად მზად გავიღო რამდენიც საჭირო იქნება იმდენი, ოღონდ სად გააკეთებენ ხარისხიანად? ან თუ ახლის ყიდვაა და შეცვლა, მარტო შეცვლას უნდა 100-150 ლარი და რო არ ვარგოდეს ის კოლოფი მერე სად მივდივარ? გამოვცვლი და ისევ უნდა ვუხადო ხადავიკებს?
მოკლედ მირჩიეთ რამე, თუ იყავით მსგავს სიტუაციაში
As i would die now for one last wish...