დაიკიდე ლევან ეგ არაფერი, სხვა დროს მოამზადებ.
ბიჯო ძვირიანი თუ ვერ დაითრიე F1 ან რამე ეგეთი მიეცი მერე Stage 3

მე ვილკის მოლოდინში, გადავწყვიტე მანქანის გაგრილებაზე მეზრუნა
და ჩემი მეგობრის დახმარებით დამეყენებინა ისეთი სისტემა,
რისი პრაქტიკაც საქართველოში ჯერ არ არსებობს, თუმცა სხვაგან ფართოდ არის გავრცელებული.
გუშინ ღამისკენ, ჩემი და ჩემი მეგობრის 3 დღიანი გაუთავებელი შრომის შემდეგ,
სამუშაოების 95% უკვე დამთავრებული იყო და სისტემაც გაიტესტა

მოკლედ აღვწერ აქ რა ნაწილები გამოვიყენეთ და რა სამუშაოები გავაკეთეთ:
CO2 Injection[ტემპერატურის დაგდება -70 გრადუსით]საჭირო მასალა:
1. კლაპანი (საკმაოდ ძლიერი უნდა იყოს, უნდა გახსნას მინიმუმ 100-120 ატმოსფერო)
2. ბალონები (მე 3.5 ლიტრიანს ვაყენებ (ცარიელის წონა ~4.7 კგ),
3. ნეილონის შლანგები (რაც კლაპნამდე უნდა დაყენდეს, გაყვანილობა ანუ სალონიდან კლაპნამდე),
4. სპილენძის, თუჯის ან ალუმინის 6 მმ ან 8 მმ შლანგები (კლაპნის მერე რაც ყენდება)
5. ინტერქულერზე დახვევა ამ ყველაფრის და დრელით სწორად ნახვრეტების გაკეთება.
6. ტუმბლერი სისტემის ჩასართავად და რამე ყუთის მსგავსი, რომ სალონში ლამაზად მოთვსდეს.
7. რელე და მავთულები, ელექტროგაყვანილობა.
ბალონის სამაგრები (ეს დამრჩა გასაკეთებელი).
8. ე.წ. "ტრაინიკები", ვალცოვკების გაკეთება, გადამბმელები და კიდევ 1000 რამ რაც არც ისე ადვილად საშოვნელია.
მთავარი კონსტრუქტორი და სისტემის საქართველოში დამნერგავი არის ჩემი მეგობარი
(ვასოს ვინც იცნობთ კი მიხვდებოდით

)
კლაპანი ყველაზე საჩალიჩოა. მე დავაყენე ZEX-ის სისტემის (ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აზოტის ოქსიდის სისტემაა NOS-თან და Nitrous Express-თან ერთად), რაც ჩამოყვა ერთ-ერთ Ford Mustang-ს საქართველოში. მთავარი სისტემა G35-ზე გადაიტანეს, ეს კლაპანი უბრალოდ გაზად დარჩენილ აზოტს ჰაერში უშვებდა, უბრალოდ აღარ ჭირდებოდა სისტემის ახალ პატრონს და მე გამოვიყენე. თუმცა შეიძლება სხვა ნებისმიერი კლაპნის დაყენება რომელიც შეძლებს მაღალი წნევის გახსნას. კლაპანი დავაყენეთ მანქანის წინ, ჰაერის ფილტრთან ახლოს
(სიბნელე იყო გარაჟში და სურათები საშინელი ხარისხის არის):


ბალონს ვდგამ უკანა რასპორკასა და უკანა სიდენიას შორის
(ბალონის სამაგრი დამრჩა გასაკეთებელი):

სურათზე პატარა, დაახლ. 1.5 ლიტრიანი ბალონია. ბალონი უნდა იდგეს ცოტა დახრილად,
რომ თხევადი CO2 მიდიოდეს ონკანის მხარეს (დაცლის დროს ატლივი რომ არ მისცეს სისტემამ),
ან უკუღმა დაყენება თუ არ გვინდა ბალონს უნდა გაუკეთდეს მილი ბოლოს ერთ კუთხეში.
* * *
ბალონის შემდეგ ჩანს ნეილონის შლანგები (ზემოდან მეტალის დამცავი აქვს), ეგ გადის სალონში და შემდეგ კარიდან კაპოტში, კლაპნამდე.

შემდეგ უკვე იწყება ფერადი ლითონის წვრილი მილებით სისტემის გაყვანა ინტერქულერებამდე (მილები ადვილად იღუნება და ნებისმიერი ფორმის მიღება შეიძლება). ნუ რა თქმა უნდა აქ საჭიროა უკვე გადამბმელები, ტრაინიკები, "ვალცოვკების გაკეთება" და ა.შ.
შემდეგ ფერადი ლითონის თბოგამტარი შლანგები უნდა დაეხვეს ინტერქულერს და დაიხვრიტოს წვრილი სვერლოთი იმ მიმართულებით, რომ CO2-ის ნაკადი პირდაპირ ქულერზე წავიდეს (მე გავაკეთე 4 ნახვრეტი თითო ინტერქულერზე). ვინაიდან ჩემს მანქანას 2 ცალი აქვს ყველაფერი რა თქმა უნდა გართულდა, მაგრამ რთული ხომ არ ნიშნავს ცუდს და როგორც მე, რაფო და ნისანის ქარხანა ვამბობთ ZX это лучщее из лучших



ამ სურათში ჯერ ქულერებზე მიმაგრებული არ არის. ჯერ ჯერობით პლასტმასის ხამუტით მივამაგრე, მერე შეიძლება შევცვალო და სხვანაირად დავამაგრო.
ამის მერე გავაკეტე რელე, ტუმბლერი, ღილაკი და პატარა ყუთი სალონში, რითიც ვრთავ და ვთიშავ სისტემას.
ეს რელეს სურათი კაპოტში:

სამომავლოდ შეიძლება დამჭირდეს ჟიკლიორის ან ონკანის დაყენება რომ სისტემამ ძაან არ შეასხას და მალე არ დაცალოს, ეხლა ცოტა ბევრს ასხამს და CO2-ის ნაწილი ტყუილად იკარგება, თუმცა ძვირი არ ღირს დატენვა აზოტის ოქსიდისგან განსხვავებით და მთელი დადებითი მხარეც მაგაშია (1 ლიტრის ღირს ლარნახევარი). სრული გაშვებით ლიტრანახევარი ეყო 30 წამი (ნაკადის შემცირების შემთხვევაში ბევრად დიდხანს ეყოფა).
* * *
ამ სურათზე პატარები არის 1.5 ლიტრიანი მოცულობის ბალონი:

სისტემა გავტესტეთ ბევრჯერ და მუშაობს მშვენივრად. მილებს ყინული ედებათ სულ, ისევე როგორც ინტერქულერს. შემდეგ ყინული წყლად იქცევა მაგრამ მაინც დიდხანს რჩება ქულერი ცივი. იმ წყალს რომ CO2-ს ასხამ კიდევ ყინულად აქცევს.
ვიდეო არის გადაღებული მაგრამ მემგონი სამსახურიდან ვერ ვტვირთავ, 2 mb-მდეა ასე რომ თუ ატვირთას შეძლებთ მეილზე გადმოგიგზავნით.
ეხლა წინასწარ კითხვებს რაც შეეხება:
1. აზიანებს თუ არა რამეს?
- არა, ინტერქულერი არის ალუმინის, ანუ თბოგამტარი მეტალი, ასე რომ არაფერი არ მოდის.
2. ეფექტი?
-70 ცელსიუსი. რასაც გვპირდებიან და ტესტებიდან ჩანს დაახლოებით 10% სიმძლავრის მატება და ცივი ჰაერის შესვლა ძრავში.
3. ძრავში რომ CO2 მოხვდეს?
- არ არის სახიფათო, რადგან ეს არ არის აზოტის ოქიდი. მაგრამ ჯობია არ მოხვდეს რადგან პირიქით ნახშიროჯანგია და შეიძლება სიმძლავრე დააგდოს, ასე რომ ფილტრს ნუ მიასხამთ

4. რა დაგიჯდა?
- ახალ ინტერქულერებზე უფრო იაფი. ისე ჯერ არ ვიცი, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და ნაწილები არის კარგად დასათვლელი.