მოგესალმებით მეგობრებო
ყველას კარგად ახსოვს ეს ადგილი, კარგი საფარი, ბევრი თავისუფალი ადგილი და დამწვარი საბურავის სუნი.
სამწუხაროდ ეს ადგილი გადავიდა კერძო საკუთრებაში და ეს ყველაფერი დიდი ხნის მანძილზე უბრალო მოკვდავისთვის აკრძალული ხილი იყო
მოკლედ მინდა გაგახაროთ და გითხრათ რომ ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, იქნა მიღწეული კონსენსუსი მთაწმინდის პარკინგინს ტერიტორიასთან დაკავშირებით. ამ ადგილის მეპატრონემ დაგვრთო ნება რომ გამოვიყენოთ მათი კუთვნილი ტერიტორია ვარჯიშის და გარკვეული შეჯიბრებების ჩასატარებლად.
მხოლოდ არის რამოდენიმე პუნქტი, რომელიც უნდა იყოს დაცული
1) სავარჯიშოდ შესვლა არ შეუძლია ეგრედ წოდებულ "ქუჩის მრბოლელს", ანუ ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს იმ კლუბის წევრი, რომელსაც აქვს დართული ნება შესასავლელად
2) თითოეულმა კლუბმა უნდა გადასცეს სია თავისი წევრების შესახებ, სხვა შემთხვევაში მანქანა არ დაიშვება ტერიტორიაზე
3) უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების მინიმალური ზომები
4) კლუბი უნდა იყოს გაფორმებული ოფიციალურად
5) კლუბი უნდა იყოს ორგანიზირებული და მომზადებული, ანუ კლუბის პრეზიდენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თანაკლუბელებზე რათა თავიდან იქნას არიდებული არასასურველი სიტუაციები, 2-3 მანქანის ერთროულად ტრასაზე გასვლა, წინ გადახტომა და ასე შემდეგ
და რაც მთავარია, ის მინიმალური თანხა რაც ჯდება ეს სიამოვნება
ამ ეტაპზე ეს ტერიტორია ჯდება 1 მანქანა 10 ლარი საათში, მინიმალური არენდა 2 საათი, ანუ ერთი მანქანის შესვლა გიჯდებათ 20 ლარი და გეძლევათ 2 საათი. იმედია გასაგებად დავწერე ყველაფერი
ყველა კლუბის წარმომადგენელს ვთხოვ გააკეთოს კომენტარი თავისი კლუბის სახელით თუ რამდენად მზად არის რომ ჩაერთოს ამ ღონისძიებაში
თემა არ ეხება მხოლოდ დრიფტის განვითარებას, იგივე წარმატებით შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ სკილები ნებისმიერ სახეობაში, ტერიტორია საკმარიასდ დიდი რათა ჩატარდეს სხვადასხვა ტრაექტორიის სლალომი
ესეც სურათი თანამგზავრიდან
http://wikimapia.org/#lat=41.6813419&lon=4...36&z=18&l=0&m=bეს კი ასე ვთქვათ გახსნა გუნდ Slide Empire ის შესრულებით
..::HONDA LOVERS CLUB::..
HONDA CIVIC EG4 1.5 IM SWAP-EX CAR
JDM HONDA CIVIC EG5 1.6 DOHC-20th Anniversary