Piani Master
კარგი შეკითხვაა, რა თქმა უნდა სიმძლავრეც და მომენტიც აბსოლუტური ცნებებია და მათი შეკრება დიდად არავის სჭირდება, უბრალო ობივაწელისათვის ისიც საკმარისია რო ეუბნებიან შენი უნივერსალი 1200კგ-ს იწონის და 100 კვტ--იანი ძრავითააო, დაახლოებით ხვდება რასუნდა ელოდეს ეგეთი თაჭკისაგან, თუ ძაან გაატ-აკა შეიძლება იკითხოს კი მარა რამდენ ხანში ავითარებს 100კმ/სთ სო? აი თუ ამ შეკითხვაზეც მიიღებს პასუხს მაშინ უკვე შესაძლებელია რო თავად დათვალოს მაბრუნი მომენტი.. ეს 4 პარამეტრი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან და თანაფარდობითია.. ანუ, მასა, აჩქარება, სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი, თორქს რო ეძახით აი ეგ.. მოკლედ კიდევ უფრო რო გავამარტივო აღსაქმელად ასე დავწერ: 1) სიმძლავრე არის ის აბსოლუტური პიკური მაჩვენებელი კონკრეტული ძრავისათვის რომელსაც განსაზღვრულ ბრუნებზე იღებს, სხვა დანარჩენ შემთხვევაში თუ 6000თან ახლოს არ ატრიალებ ძრავს (უმეტეს შემთხვევაში ბენზინიანი 4 ტაქტიანებისათვის ნუ ეხა ნიკოიას დასკანკულ ტაიპ-ერს არ ვგულისხმობ

ძრავის ცხენები მასიმალური არაა, ნომინალურია ანუ იმდენი არა რამდენიც უწერია, იმიტომაა რო დინოზე აბღუვლებენ და ბოლომდე ატრიალებენ გესმის?! 2) ეწ. ტორქი, ეს კი ის სიდიდეა რომელიც 0რპმ-იდან აი იმ მაქსიმალური ცხენების რპმ-ამდე დატრიალებას ჭირდება, რაც მალე მივა ბრუნები მაქსიმალური სიმძლავრის განვითარებისათვის საჭირო ბრუნებზე, თორქიც მით მეტია, გამიგე?!
ცოტა მათემატიკაც გინდოდა მახსოვს, პაჟალუსტა
ჯერ განვმარტავ თორქს! 1 ნმ მაბრუნი მომენტი არის: 1 ნიუტონი ძალა რომელიც მოდებულია 1 მეტრიანი რიჩაგის ბოლოში და აწონასწორებს მას.. ძრავის შემთხვევაში ბრუნვის საწინააღმდეგოდ რო ჩამოკიდო 1 მეტრიან უწონო ჯოხზე 1 კგ. და შემდეგ დააწვე პორშენს რო ეს 1 კილოგრამი ზემოთ ასწიო და დაატრიალო ღერძი, ანუ 1 ნმ-ზე მეტი ძალა გჭირდება იდეაში.. ხახუნი და იმ ჯოხის წონაც რო გამორიცხო მაინც..
აგერ კიდევ ფორმულა რაც მთხოვე:
P = n/9549*Mкр [кВт]
სადაც P არის სიმძლავრე (power)
Mкр არის Torque (ნუ იასნია რაღაც ციფრია)
n RPM-ები (ეგეც იასნია ციფრია)
9549 მუდმივაა რომელიც შიდაწვის ძრავებისათვისაა გამოთვლილი და საიდანაა მიღებული ნაღდად არვიცი
ცხენები რო დაითვალო P უნდა გაამრავლო 1.36-ზე ეგეც მუდმივაა (კილოვატები და ცხენები ეფარდება ერთმანეთს
როგორც 100 136-ს)
ეხლა ჩავსვათ აბა და რა გამოვა:
ჩემი D14A3 ძრავა ავიღოთ
P=5200/9549*123
66.9 კვტ
ეხლა ცხენები დავთვალოთ 66.9*1.36=91.09
ვა გაცხადებულზე მეტი გამოვიდა

კიდევ 1 შენიშვნა, პრაქტიკაში ცნობილია რო ბრუნთა რიცხვის ზრდაზე ჩალიჩი უფრო მარტივია ვიდრე თორქზე, ალბატ მაგიტომაცაა რო ჩვენი საყვარელი მარკა ტრიალებს უფრო აკეთებს ვიდრე შტანგისტებს (ეგ გორსკის აინტერესებდა და იმისათვის დავწერე)
* * *
რას მერჩით დისერტაციას მაცვევინებთ ?