დრეგ რეისინგი – პარალელური რბოლა აჩქარებით 402 მეტრის დისტანციაზე (1/4 მილი). უფრო იშვიათად ტარდება მანძილზე ½ მილი (დაახლოებით 804 მეტრი), 1/8 მილი (201 მ), ან მთლიანი მოცულობის მილი (1609მ). თავისი არსით დრეგ რეისინგი არის რბოლა აჩქარებაზე და ტარდება სწორ ტრასაზე. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს აშშ–ში სადაც ამ ტიპის რბოლები უკვე ნახევარი საუკუნეა რაც ტარდება. ყველაზე გავრცელებულია რბოლა პორშინებიანი მოტოციკლებითა და ავტომობილებით, თუმცა არსებობს რბოლა რეაქტიული ავტომობილებისა და მოტოციკლებისთვის, ელექტრომობილების, სკუტერების, ველოსიპედებისა და ტრაქტორებისთვისაც კი.
დრეგ–რეისინგისთვის ძირითადად სპეციალური ავტომობილები, დრეგსტერები, იწყობა. დრეგსტერი არის მაქსიმალურად შემსუბუქებული მძლავრი ძრავით აღჭურვილი კონსტრუქცია, სამართავად საკმაოდ გამარტივებულია იმდენად რამდენადაც რბოლა მიმდინარეობს იდეალურად სწორ ზედაპირზე. პროფესიონალ დრეგსტერებს აქვს 6000 ცხენის ძალა და მაღალ კატეგორიებში აღწევს 7000 ცხენის ძალას, ხოლო წონა ერთი ტონა. მსგავსი ავტომობილი მეოთხედ მილს 4,5–4,8 წამში გადის და მისი აჩქარება 500-530 კმ/სთ–მდეა. პირველ 100 კმ/სთ–ს აღწევს უკვე 0,4-0,5 წამზე.
კლასებად დაყოფა
SL — „ქუჩის მსუბუქი“(Street Light). ნებისმიერი წარმოების სერიული ავტომობილი, 4 ცილინდრიანი, ძრავის მოცულობა 1,600 კუბური სმ. მინიმალური წონა – 550კგ.
FSA — „ქუჩის სწრაფიА“ (FastStreetA). იმპორტული წარმოების სერიული, მსუბუქი ავტომობილი, 4 ცილინდრიანი, ძრავის მოცულობა1,601 – 2,000 . კუბური სმ. მინიმალური წონა – 550კგ.
FS B — „ქუჩის სწრაფიВ“ (Fast Street B). იმპორტული წარმოების სერიული, მსუბუქი ავტომობილი, 4 ცილინდრიანი კომპრესორიანი ან 6 ცილინდრიანი ატმოსფერული. ძრავის მოცულობა 2.000 — 2.500 კუბური სმ.მინიმალური წონა — 900 კგ.
FS C — „ქუჩის სწრაფიС“ (Fast Street C). იმპორტული წარმოების სერიული, მსუბუქი ავტომობილი, 4 ცილინდრიანი კომპრესორიანი ან 6 ცილინდრიანი ატმოსფერული. ძრავის მოცულობა2.500 — 3.000 კუბური სმ. მინიმალური წონა — 900 კგ..
US — „ქუჩის შეუძღუდავი“(Unlimited Streetიმპორტული წარმოების სერიული, მსუბუქი ავტომობილი,6 ცილინდრიანი კომპრესორიანი ან 8 და მეტ ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავის მოცულობა3.000 კუბურ სმ–ზე მეტი. მინიმალური წონა – 1000 კგ.
SS — „სერიული გაუმჯობესებული“(Super Stock).სერიული მსუბუქი ავტომობილი, 402 მეტრ დისტანციას ფარავს 10 წამზე სწრაფად. დრეგ–რეისინგისთვის FIA–ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) და SFI(საავტომობილო სპორტის საერთაშორი ფედერაცია)ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით აწყობილი ან ნებისმიერი წარმოების 8 ან მეტი კომპრესორიანი ცილინდრით. ძრავის მოცულობა შეუძღუდავი.
* * *
აი აქ კი სახე უნდა გავაცალო ვიღაც ვიღაცეებს
* * *
panjikidzeთბილისში რო ატარებენ ნერვების წყვეტაა და მაგიტომ სანამ ვინმე არ მოკვდება ვერ ხვდება ეს ხალხი რო გზიდან უნდა გადავიდეს