VOLVO 850 ზე 2.5 უბრალო ძრავით, ავტომატიკა, უკვე 10 თვეა დავაყენე მეორე თაობის გაზი. , 19 კუბიანი ტიტანის ბალონი (საბარგულში ასტრაზე მეტი ადგილი რჩება), იტალიური რედუქტორი, ახალი სვეჩები და ჰაერის ფილტრი.
მეტი არ დასჭირებია არაფერი ( ზოგს უნდა ლიამბდას მოსატყუებელი, ზოგს ავტომატიკის მოსატყუებელი და ზოგს ვპრისკის მოსატყუებელი რამეები) დავისვენე !!! ქალაქში გავდივარ 200 კილომეტრს და ტრასაზე 260კმ. დატენვა ჯდება 23-24 ლარი და ამ დროს 21-22 კუბამდე ჩადის (250 ატმოსფეროს თუ ტენიან). ყველას გირჩევთ. ზუსტად ორმაგი ეკონომიაა. სად 2.20 ლარი და სად 1.10 ლარი. გაწევა აკლდება 15-20 % მაგრამ ქალაქში არ იგრძობა და თუ რამეა ბენზინი და წავიდა.......
არ დაიჯეროთ რომ ზეთის ჭამას დაიწყებს. თუ კარგ ზეთს ასხავთ არ ჭამს იმაზე მეტს რაც მანამდე (შეიძლება ოდნავ მეტი) და ნაგავ ზეთს ნებისმიერი მანქანა დაწვავს. მე სულ LIQUI MOLY 10წ-40 მისხია. ვყიდულობ ავლაბრის მეტროსთან ყოველთვის კანისტრებით და არა ბოჩკიდან. ოღონდ!!! ნებისმიერ დაქოქვაზე ვქოქავ ბენზინზე! ნებისმიერზე! თუმცა გაზზეც იქოქება ყინვაშიც კი, მაგრამ არც აკუმულიატორს და არც სტარტერს არ ვაწვალებ. დილით 1-2 წუთი ბენზინზე თბება და მერე გაზი. და ზეთის გამოცვლა აუცილებლად 7000-8000, მეტი არა მიუხედავად იმისა, რომ ფერი კარგი ექნება! დაყენებით ნავთლუხის ბაზართან დავაყენებინე ძალიან კარგ და გამოცდილ ხელოსანს. ტელ 593306286
ძალიან გამიხარდება თუ ვინმეს გამოადგება ეს ინფორმაცია. თუ რამე შეკითხვები გაქვთ , გიპასუხებთ. ამ მოდელზეც ბევრი გამოცდილება მაქვს.მერე სურათებსაც დავდებ თუ საინტერესო იქნება
PS: 200$ დამიჯდა სულ ბალონის გარეშე