გაუმარჯოს კარგ და გემოვნებიან ხალხს!
ფორუმის ხშირი სტუმარი არ ვარ, უბრალოდ ერთმა კითხვამ შემაწუხა და ვინ თუ არა თქვენ ყველაზე კომპეტენტური ხალხი ამ საკითხში. მოკლედ,
მყავს 2002 წლის ვოლვო S60 T5 2.3 ძრავით, ტიპტრონიკი. მასიამოვნა უკვე ასე 2-3 წელია. ამ ბოლო პერიოდში მიწევს ცოტა ოფროუდზე სიარული, შესაბამისად მინდა ჯიპზე გადაჯდომა. (აი აქ უკვე თქვენ ერთვებით)

მინა რჩევა გკითხოთ. თვალი მიდგას ვოლვოსავე ჯიპზე XC90 ასე 2004-5 თუ გავქაჩე 2006-იც. რამდენად კარგი მანქანებია ვისაც გყოლიათ და დაახლოებით რა შეიძლება დამიჯდეს გადაბარგება მრავალცხენისძალიანი სედანიდან - ჯიპზე

. მადლობელი დაგრჩებით თუ მაქსიმალურად მიახლოებულ ფასებს მიკარნახებდით თუ რამდენად შეიძლება გაიყიდოს ჩემი მანქანა, და რა ფასებში უნდა ვივარაუდო XC90-ების შეძენა. და საერთოდ ღირს თუ არა ამ შემთხვევაში გადაბარგება.
მეტი სიზუსტისა და დეტალურობისთვის.. ჩამოყვანილია ამერიკიდან, სუფთა ქარფაქსის ისტორიით. უპრობლემო. გარბენი სადღაც 138 მილი. მოტორში ისევ სინთეტიკას ვასხავ, ანუ ჭამა არ დაუწყია (მაქსიმუმ 100-150 მ/ლიტრს თუ იკლებს ჩასხმიდან ჩასხმამდე). წვა 13 ქალაქში, 8-9 ტრასაზე, შერეული (სანაპიროთი თუ ივლით გზის 50%-ს) 11ლ/100კმ-ზე.

თავის გამოშვების წელისა და T5-ის პონტში დანავაროტკებული, როგორც შეეფერება. 17" დისკები. კარობკაშიც ახალი გამოცვლილია ზეთი (ორიგინალი). მოვლას რაც შეეხება ვუვლი როგორც ოჯახის წევრს.

თუმცა ვერ გავექეცი ჩვენი ქალაქის მეტისმეტად "ყურადღებიან" და "ფრთხილ" მოქალაქეებს, რომლებიც ჩემი მანქანის გვერდზე დაპარკინგებული საკუთარი მანქანის კარებებს "სიფრთხილით" აღებენ და ჩემს მანქანაზე რამოდენიმე მცირე ზომის კვალს ტოვებენ შიგადაშიგ.

დაზღვევასაც ნულოვანი ფრანშიზითა და აბსოლუტურად ყველა რისკის გათვალისწინებით, გავაყოლოებდი, რავი დანარჩენი თქვენც გეცოდინებათ რა და როგორ აქვს ზოგადად ამ მოდელს, ამიტომაც თქვენთან გადავწყვიტე კითხვით მომემართა..
აბა ველი გამოხმაურებას, მირჩიეთ რამე..