მოუ ტ ყ ებიხარ (ფორუმი მიყლაპავდა სიტყვებს, ტ და ყ-ს გამო ეგონა ვიგინებოდი

), არ მიდის ATF მექანიკაში. 5 და 10 ათასზე შეიძლება არაფერი შეეტყოს, მაგრამ მერე გადართვა გაგიძნელდება, ფრიქციონები დროზე ადრე დაიწყებენ მწყობრიდან გამოსვლას.
ეგრე ყველაფერში ყველაფერი შეიძლება ჩაასხა და ცოტა ხანი ყველაფერი გაუძლებს.
ძრავის ზეთს რაც შეეხება, ძრავის ზეთი უფრო ახლოსაა კარობკის ზეთის მახასიათებლებთან, მაგრამ ეგეც არაა რეკომენდირებული. ან ძალიან ხშირად უნდა ცვალო და ზედმეტი ხარჯია ნამდვილად.
თუმცა არის კარობკები, რომლებშიც იმენნა ძრავის ზეთი მიდის, მაგალითად ოპელის ჯიპებზე, ფრონტერა და მონტერეიზე 5-სიჩქარიანი მექანიკები რაცაა, MUA-5-ები, ჩვეულებრივი ძრავის ზეთი ისხმება მაგათში.
ოპელებში F-იან Getrag-ის კარობკებში ანუ რაც აბსოლუტურ უმეტესობას გვაქვს მიდის API GL4 დაშვების ზეთი, 75W-80/85 სიბლანტის. სასურველია GM-ის შესაბამისი დაშვებებიც ჰქონდეს ზეთს. თეგეტაში აღმოჩნდა ეგეთი მეგუინი და ხვალ უნდა გავიდე და ვნახო.
თან კარობკაში ზეთი ისედაც ასიათასებზე იცვლება როცა სწორადაა ზეთი ჩასხმული, ჰოდა ჯობია სწორი ზეთი ჩაასხა და სანამ მანქანა გეყოლება დიდად სავარაუდოდ ხელის დადება აღარ მოგიწევს კარობკის ზეთზე
This post has been edited by Power_VANO on 1 Aug 2012, 23:23
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.