გამარჯობათ ხალხო, და ფიტის მფლობელებო, დიდი იმედი მაქ მეც თქვენს რიგებს შემოუერთდები

ასე რომ სანამ მანქანას ვიყიდი მანამდე მინდა მოგმართოთ რამოდენიმე კითხვით და ძალიან გთხოვთ სათანადო პასუხი გამცეთ

ახლა რა ხდება, რაც კი შემეძლო ამ ფორუმზე თუ რუსულ ფორუმებზე, თუ კიდე სხვაგან რევიუები და ეგეთები წავიკითხე, მანქანას გავეცანი საკმარისად იმისთვის რო მივხვდე რო ჩემ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს (მგონი ერთადერთი მანქანა ვიპოვე ეგეთი) თვითონ მანქანებში ნაკლებად ვერკვევი, მაგრამ თქვენი ფორუმის წყალობით კონკრეტულად ამ მოდელზე ბევრი რამე გავიგე. ყველაფერს ნაგდად ვერ წავიკითხავ ყველა თრიდს, 549 გვერდს

ამიტო რაც კითხვები მაქ შეილება გისაუბრიათ მაგაზე.
ჯერ რა მინდა:
2003-2004 წლის ფიტი, 1.5 მატორით. ვარიატორით, ფერს დიდი მნიშვნელობა არ აქ მარა ლურჯი მაგრა გამისწორდება

განსაკუთრებულ ბოდიქით-ზეც არ მაქ პრეტენზია, არც რამე დამატებით კომფორტზე, სტანდარტული ვარიანტი საკმარისია. ახლა კითხვები:
1) აზრი აქ თუ არა AWD-ს ყიდვას თუ წინა წამყვანიც მეყოფა? ტყე-ღრეში არ ვაპირებ სიარულს მარა ზამთარში ალბათ უკეთესი სატარებელი იქნება და არა მხოლოდ ზამთარში
2) როგორც მივხვდი 1.5-იანებს საჭეზე სიჩქარის გადამრთველი ყველას აქ, თუ არი გამონაკლისები? და როგორ გავარჩიო
3) გასაგებია რო ნაწილები ცოტა ძნელი საშოვნია და ძვირია, მარა ცვეთადი ნაწილები თუ იშოვება ყველაფერი ჩვენთან?
4) ზოგადად რას დავაკვირდე მანქანის არჩევის დროს, გარბენზე და მდგომარეობაზე არ ვკითხულობ, კონკრეტულად ამ მოდელთან დაკავშირებით მაინტერესებს
5)ბევრი ვუყურე 1.5T, 1.5S, 1.5W, 1.5A-ს განსხვავებებს კატალოგში და ბევრი ვერაფერი გავიგე, იქნებ ზედაპირულად მითხრათ განსხვავებები. რასაც ვუყურებ 1.5T ყველაზე ბევრია აუქციონებზე.
და კიდე ავტოდილერი მირჩიოთ იქნებ, მანქანის მდგომარეობაზე პასუხს რო აგებდეს

და განვადების კომპანიებთან კავშირი ქონდეს, განვადებით მინდა ყიდვა. ფასსაც მაგიტო არ ვაკონკრეტებ, გააჩნია განვადება თვეში გადასახდელს რამდენს მეტყვის.
გთხოვთ არ დაიზაროთ და მიპასუხოთ ყველაფერზე, თუ თქვენთვითონ დაამატებთ რამეს და მეტ ინფორმაციას მომაწვდით კიდე უკეთესი. სხვა კითხვა თუ გამიჩნდა არ მომერიდება