Bizzyჩემს პირად გამოცდილებას გაგიზიარებ.
3 წელია მყავს AUDI A3 1998 წლიანი.
ძრავი და სავალი ნაწილი აბსოლიტურად იდენტურია, იგივეა რაც GOLF 4.
ერთი მინუსი არის ის რომ ცოტა გრუბია, გამომდინარე იქიდან რომ 17-იანი დისკებითაა.
(ეს უკვე არჩევანზეა, რბილად სიარული თუ გინდა, დააყენებ 15-იან ქარხნულებს და ივლის ჯიგრულად).
რაც შეეხება მანქანის მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს:
რომ ჩამომივიდა რემენი, დამჭიმი, როლიკი გამოვცვალე დაახლოებით 400ლარი დამიჯდა გარანტიით VW ცენტრში და მინიმუმ 60.000კმ იკატავებ მშვიდად.
(ეს აუცილებელია, თუ დარწმუნებული არა ხარ როდისაა შეცვლილი).
როგორც წესი წყლის პომპაც იცვლება რემენთან ერთად. (თუ პომპა პლასტმასისაა მითუმეტეს).
ეს არის და ეს ძრავისათვის ხელი არ მიხლია. თუ არ ჩავთვლით დროულად ზეთისა და ფილტრების შეცვლას.
რაც შეეხება სავალ ნაწილს:
დაახლოებით წელიწადში ერთხელ დაგჭირდება რაზვალნი ტულკების შეცვლა (ნაწილი 25-30ლარი + ხელობა 15-20ლარი)
და სტერჟინების (ესეც იაფია, ზუსტად არ ვიცი ფასი. მე წითელი რეზინი ჩავაპრესინე, სულ 10 ლარი დამიჯდა და იმის მერე ხელი არ მიხლია

სამი წლის მანძილზე ერთხელ გამოვცვალე: "უდარნი ტიაგა" - 50ლარი ხელობიანა;
დროსელი - 100 ლარი (ესეც "პროფესორი" ხელოსნის გამო).
კიდევ რა.
ხო, ნამუშევარი გაზები უკან რომ ბრუნდება მაგის შლანგები იყო დამსკდარი, კარგა ხანს ვეძებე, ვერ ვიშოვე
და datosepar-ის რჩევის შემდეგ მე თვითონ ვიჩალიჩე, ნახმარი შლანგები მივჭერ-მოვჭერი და მგონი ქარხნულზე კარგად გამომივიდა

კუზაოს რაც შეეხება ამ მოდელს 12 წლიანი გარანტია აქვს კოროზიაზე, მგონი იგივეა გოლფის შემთხვევაშიც.
ყიდვისას ყურადღება მიაქციე: ვოზდუხამერის გამართულ მუშაობას (ჩემი მუშაობს, მაგრამ როგორც ვიცი ხშირად იბრიდებაო).
სულ დამავიწყდა. ჩემია 1.8 უტურბინო ძრავი AGN - 125 ცხენის ძალით.
მე პირადად მაგრად მასიამოვნა ამ ძრავმა.
ერთხელ არ დაუწუწუნია,
ბენზინს უმეტესად ვასხავ რეგულარს, შიგადაშიგ პრემიუმს და ეფიქსს.
წვა:
ტრასაზე 6.5 დან ზევით გააჩნია როგორ ივლი მაქსიმუმ 8ლიტრამდე.
ქალაქში 10-11ლიტრი. ესეც დამოკიდებულია ტარების მანერაზე. მე ძირითადად მოკლე მანძილს გავდივარ ხოლმე, მატორი გახურებასაც ვერ ასწრებს და
ზამთარში მიწვავს საშუალოდ 11-11.5ლიტრს 100კმ-ზე.
P.S. მაგრამ ყველაზე ძალიან ჩემს მანქანაში მაინც "built quality" ანუ ხარისხი მომწონს

უკვე 15 წლის მანქანაა, ამხელა დისკებზე დაგორავს და არანაირი ჭრაჭუნის ან ჩხაკუნის ხმა. სალონი აქვს ძალიან მაგარი, ბევრ უფრო მაღალი კლასის მანქანას შეშურდება.
პლიუს ჟანგს ვერ უპოვი ვერსად.
* * *
გადაცემათა კოლოფს რაც შეეხება, ჩემი მექანიკაა და მუშაობს ჯიგრულად.
ჩვენს საწვავზე "სვეჩები" სასურველია 20-25 ათასზე მაინც შეიცვალოს.
ძალიან გამოსადეგი რამაა სადიაგნოსტიკო OBD კაბელი:
http://www.amazon.com/gp/product/B002WIN8V...ils_o03_s00_i00სულ რაღაც 20ლარი ჯდება და ძირითადი შეცდომების გაგების შესაძლებლობას იძლევა.
მიმაგრებული სურათი