ხვალ ბოქსები მუშაობს?
შემოწმება რა დაჯდება მანქანის?
ბევრს მიწვავს ბორტკომპიუტერს თუ დავუჯერებთ.
საუბარია VW Passat 2002 2.8 4Motion
დიაგნოსტიკაზე მყავდა და ამოაგდო წყლის დაჩიკი, წავედი ცენტრში, ვიყიდე, გამოვაცვლევინე. რო შევცვალე არ ვიცოდი განულება თუ დასჭირდებოდა, გავავსე ბაკი და გავიარე 99.9 კილომეტრი. მივედი კალონკაზე და გადავავსე ბაკი, ჩაყვეს პისტოლეტი და აღარ ამოიღეს

20.85 ლიტრი ჩავიდა, შერყევებით და ჩატენვით კიდე 1-2 ლიტრს დაიმატებდა, ალბათ. მერე წავედი და კიდევ შევაერთე კომპიუტერზე, ისევ წყლის დაჩიკი ამოაგდო და გავანულეთ. გავიარე გამოვიარე და ისევ შევაერთეთ, ამჯერად არანაირი შეცდომა არ ამოუგდია კომპიუტერს, ანუ ელექტრულად არაფერი სჭირს? წამოვედი დიაგნოსტიკიდან, დილა იყო და საცობები არ შემხვედრია, სანაპირო და პეკინზე ერთი შუქნიშანი დამხვდა, მერე მიცკევიჩზე გადავუხვიე და მივედი სახლში. წვა ნორმალური კი არადა, კარგი იყო. ბორტკომპიუტერის მიხედვით მანქანა წვავდა 10.5 ლიტრიდან 11.7 ლიტრამდე. შემდეგი 3-4 დღე მხოლოდ სამსახური-სახლი მომიწია სიარული, სამსახურშიც მხოლოდ დილის 8-დან 10-მდე ვარ და შესაბამისად საცობები არ მხვდება, მარშრუტია მიცკევიჩი - მე-3 მასივი და სულ გორაობით და ყოველგვარი გაზაობის გარეშე დავდივარ. ამ დღეებში კი რასაც დავდივარ, სამსახურის მერე სულ მიწევს საცობებსა და პიკის საათებში სიარული, ხოდა დილით მშვენივრად წვავს(როცა მივგორავ), ხოლო საცობებში დგომისას ბორტკომპიუტერის მიხედვით მიწვავს 18.8 ლიტრიდან 23.3 ლიტრამდე, მემგონი ძალიან ბევრია თუ ბორტკომპიუტერი არ იტყუება. ხო, დამავიწყდა მეთქვა, წყლის დაჩიკის შეცვლამდეც ასე იყო, საცობებში ბევრს წვავდა, "გორაობისას" - ცოტას. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
ბაკი რო გადავავსე იმის მერე გავანულე და ვნახოთ რამდენს გავივლი, თუმცა ქალაქის წვა არ გამომივა მაინც, იმიტომ რომ ნახევარზე მეტი ბაკი აეროპორტის ტრასა და სანაპიროზე დაიწვა, ბოლო დღეებია რაც საცობებში დავდივარ.
ეს 10.5 11.7 18.8 23.3 ლიტრები აქედან მივიღე:
ბორტკომპიუტერი მიწერს KM/L სისტემაში.
ვთქვათ მიწერს: 10KM/L ანუ 1 ლიტრით გავდივარ 10KM-ს, მემგონი სწორად ვითვლი.
თუ 1 ლიტრით გავდივარ 10კმ-ს
მაშინ x ლიტრით გავივლი - 100კმ-ს
აქედან გამომდინარე გამოდის, რომ რასაც ბორტკომპიუტერი წერს იმ რიცხვზე უნდა გავყოთ 100 და მივიღებთ 100კმ-ზე დამწვარ საწვავს
გთხოვთ არ დაიზაროთ და წაიკითხოთ
მადლობა წინასწარ