ძველია და იაპონურივით იაფი ნაწილები არ აქვს
ეგ მინუსი აქვს რო გერმანულია და ძვირი ნაწილები აქვს + ძველია
ანუ ორი რთული გამოსავალია და ერთი მარტივი
რთულები:
1) რო იყიდი დახუჭო თვალები და რაც ძველია და რაც გაასხავს გამოცვალო და მერე რო ჩადგება მწყობრში მოიხმარო
2) თავიდანვე უნდა გაგიმართლოს და 1 ნაბიჯი წინა მფლობელს უკვე თითქმის ბოლომდე უნდა ქონდეს მიყვანილი
მარტივი:
1) ცოტა ხანი იკატავო ჯიბეს რო დაამსუბუქებს გაყიდო და მერე მთელი ეს და შემდეგი ცხოვრება აგინო
მე არც იმისი მჯერავს რო იყიდი მაგ წლოვანების და რამე არ მოუვიდეს სვეჟი იყოს ახალივით
ახალივით მარტო ახალია დალშე ცონა ნაკლებად და მეტად სვეჟია
აი რატო:
1) ამის გაგრილების სისტემაში არის ნაწილები რომელიც ყოველ 6-8 წელიწადში უნდა გამოიცვალოს
დიდი ალბათობაა იმის რო არაა გამოცვლილი 11 წლის მანქანაზე
4.4 ეს არის ვანა ალუმინის ხუნდება ძრავის ზედა მხარეს არის,
კიდევ 4.4 თუა რემენი ნახე არ ბარბაცებდეს, ჰიდრომუფტა შეამოწმებინე (უნდა დარბილდეს როცა გაცხელდება) და პომპას ხმა და ვიბრაცია არ ქონდეს
2) ბალიშები - ხუნდება
კომფორტულია და მაგარი სატარებელი მაგრამ 6-8 წელიწადში ერთხელ 400 ლარი ღირს უნდა ცვალო
3) ლამბდები ოფიციალური მონაცემებით გადის მაქსიმუმ 100 000
მერე აქ მიყვან შეაერთებენ ჩინურ კომპიუტერს და გეტყვიან სულ სხვა ლამბდას

მა მერე იწყება თავდავიწყება შეიძლება ინჟექტორები გაგაწმენდინონ და ვაზდუხამერი შეგაცვლევინონ მე მომივიდა ეგრე არადა 100 ლარიანი ბოშის ლამბდა უნდოდა და ჩინურ კომპა გაუ###ა
4) რო იყიდი დააკვირდი გაიარე ერთი 10 კმ და ნახე ჩვეულებრივ და სპორტ რეჟიმში დარტყმები არ იყოს კარობკის გადართვის დროს
მე არ მქონია ეგ პრობლემა მაგრამ ბევრს ქონია და კაროჩე ძვირი ჟდება თუ გაფუჭდა
ძრავი ვირია 4.4ც და 3.0
სავალი ნაწილები არ შეგაწუხებს ერთხელ რო გააკეთებ მეორედ არ უნდა არაფერი
ხოდა დანარჩენი რავი რაც მსმენია რაც ვიცი ესაა რასაც უნდა მიექცეს ყურადღება