მე მყავს აუდი ა3 აგერ უკვე თითქმის 4 წელია.
1.8 უტურბინო მარჯვენარულიანი, მექანიკა.
ინგლისში მე თვითონ ვიყიდე და კარგი შევარჩიე.
პირველი, რაც ზოგადად ნაკლებად იციან ეს არის ის, რომ ძრავი და სავალი ნაწილები არის აბსოლიტურად იდენტური გოლფ4, ჯეტა, შკოდა ოქტავიის. რაც იმას ნიშნავს რომ აუდი ა3-ის შენახვა ჯდება იგივე ფასი რაც გოლფ4-ის (თუ კუზაო არ დაზიანდა რა თქმა უნდა).
ამავე დროს არის ზემოთხსენებულებზე სიმპატიური (ჩემი პირადი აზრია)
მეორე, ეს არის ის რომ ზომის მიუხედავად არის საკმაოდ კომფორტული. სალონის ხარისხი/შესრულება არ ჩამოუვარდება უფრო დიდი აუდებისას. (ჩემი მანქანის სალონში დღესაც კი არ ისმის ოდნავი ჭრაჭუნი/ღრაჭუნი).
რა თქმა უნდა კვატრო ჯობია, ამაზე 2 აზრი არაა. მთავარია შენ რა გჭირდება. კვატროს შემთხვევაში ემატება მომატებული მადა და წონა.
1.8ტურბო არის საკმაოდ კარგი ძრავი. არის ორნაირი 150-180ცხ.ძალით. არის ასევე 1.8 225ცხ. ძალით, ეს უკვე აუდი ს3.
ტურბინირებულის პლიუსია სისწრაფე, მინუსია ზედმეტი წვა და მაღალი გარბენის შემთხვევაში ჩვენს ბენზინებზე ადრე თუ გვიან მოუწევს გამოცვლა ტურბინას.
მე მყავს 1.8უტურბინო. რომ ჩამოვიყვანე შევუცვალე მთელი კომპლექტი რემნები/დამჭიმი/ამორტიზატორი Vჭ-ს ცენტრში.
ეგ იყო და ეგ. დროულად ვუცვლი ზეთს და ფილტრებს და ერთხელ არ დაუწუწუნია.
1.6-იც არაა ცუდი ძრავი, ეგაა რომ ცოტათი ზანტია

არის კიდევ 1.9დიზელის ძრავები 105/130/150ცხ. ძალით.
აქ უკვე მთავარია რომ კარგი მოვლილი იყოს და ძალიან დიდი გარბენი არ ქონდეს. თუ ნორმალური ძრავია გასიამოვნებს, თუ 300.000 აქვს გავლილი და მოუვლელია, რემონტში მოუწევს ხშირად ყოფნა.
თუ რამე კითხვა გექნება, დაწერე და გიპასუხებ.
* * *
მთავარი დამავიწყდა
არ აქვს აუდისათვის დამახასიათებელი 8 გიტარა

აქვს ერთი გიტარა, რომელსაც აქვს 2 ვტულკა, ეგ არის და ეგ

))
შესაბამისად სავალი ნაწილის შენახვა იაფია.
* * *
მინუსები:
უკანა სავარძლებზე არასაკმარისი ადგილი ფეხებისათვის
ავტომატიკა როგორც ვიცი ქალაქში ბევრსა წვავს
* * *
რულის გადატანაზე ნამდვილად არ ვიცი შესაძლებელია თუ არა