TSULEსალამი...
მაქსიმალურად მოკლედ ვეცდები დაგიწერო და ისე კლუბის ფორუმზე რო დაწერო ეს კიტხვები, ბევრად დაგეხმარებიან.. აი აქ:
http://audiclub.ge/forum/index.php?
Allroad და A4 3.0. რადიკალურად განსხვავებული მანქანებია ერთმანეთისგან.. ცოტა ახლო, ახლოს რო გეთქვა უკეთესი ქინებოდა

მოკლედ A4 3.0 ძალიან არა კომფორტული გამოდგა ძრავიდან გამომდინარე:
1. ძრავის მოვლა საკმაოდ ძვირი ჯდება, როგორც იცი რემენზეა ძრავი და ყველგან ვერ ცვლიან უშუალოდ 3.0-ს რადგან სპეციალური ხელსაწყო ჭირდება, რის გამოც ყველა არ კიდებს ხელს, ცენტრში და შეიძლება 2-3 ხელოსანი, ისიც ძალიან ძვირი ჯდება (ეს უკვე იმის ნიშანია რო დაივიწყე ეს ძრავი!)
2. აქვს 220 ცხენის ძალა, მაგრამ აზრი არ აქვს, ძალიან მკვდარია და ის რა შედეგსაც უნდა იძლეოდეს 3.0 არაა, დადის კარგი 2.8 სავით და წვავს ბევრს 3.0ვით რო დადიოდეს მაშინ წვა კარგი იქნებოდა ეხლა როგორც წვავს.
თუ მაინც და მაინც ეგ კუზაო მოგწონს A4 (B6) მაშინ იფიქრე 1.8ტ-ზე.. იდეალურია ჩვენს პირობებში, სისწრაფიტაც, მოსავლელადაც და წვითაც

ნუ 4.2 ხო მთალდ უკეთესი, მაგრამ ეს უვე ს4 გამოდის.
რაც შეეხება Allroad-ს ძააალიან მაგარი მანქანაა, იდეალური გამოვიდა თითქმის, ცოტა მძიმე

2.7ბიტურბო, 4.2, 2.5ტდი სამივე ვარიანტი იდეალურია დამიჯერე..
1. პრობლემები ქონდათ და აქვს პადუშკებზე 2001-2004 წლიანებზეა საუბარი. ტალახში სიარულის შემდეგ და უგზოობოზა დიდი მტვერში სიარულის შემდეგ აუცილებლად უნდა გამოურეცხოპ პადუშკები, რადგან არ ჩატენოს ჭუჭყი შიგნით და არ გახეთქოს.. (ჩვეულებრივ ამორტიზატორებზეც გადადის, გადაკეთება მოსულა, მაგრამ ეგ უკვე Allroad-ი აღარაა

2. 2005 დან რაც გამოდის, მწარმოებელი ქარხანა ირწმუნება რო უკვდავი პადუშკები აქვს, რადგან ჰერმეტიულად არის დახურული ჭუჭყი ფიზიკურად არ ხვდება შიგნით.. არ ზიანდება კლდიდან კლდეზე თუ არ იხტუნე

ეს ყველაზე იდალური ვარიანტია 2005 დან.. მაგრამ არის კიდე ერთი გამოსავალი, ძველ მოდელზე, რომელიც გამოდიოდა 2005მდე, დააყენო 2005 წლიანის პადუშკები და დამტავრდა მაგით.. მე როგორც მაქსოვს 2005-ნის ცალი პადუშკა ღირს 300-500 დოლარი, ამ შუალედში სადღაც..
ძააააალიან მაგარი გამავლობა აქვს, ძალიან მაგრად დადის და მოკლედ არ ინანებ ნამდვილად.
აქტუალურია გაზის თემაც დღეს საქართველოში.. ხოდა გეტყვით რო გაზიც ჩვეულებრივად მონტაჟდება ნებისმიერ ძრავზე
i_k_s_1ეხლა რჩევები შენ

კარგი არჩევანია ნამდვილად. (მითუმეტეს მექანიკა)
1. წვა ქალაქში 9-11 ლიტრი (მძღოლს და სტილს გააჩნია ტარების, მითუმეტეს მექანიკა); ტრასაზე 7 ლიტრი (ჩვენ ხშირად დავდივართ კლუბელები და ზოგჯედ 5.5-6.0 ლიტრსაც წვავს ტრასაზე.
2. სავალი ნაწილში რა თქმა უნდა აქვს 8 გიტარა, თითო მხარეს 4. ქედან 1 გიტარაა ყველაზე ძვირიანი, რაც ჯდება 80-100 ლარი (ხარისხს გააჩნია) დანარჩენი ზედა გიტარები ცალი ჯდება 30-35 ლარი, ამ გიტარებიდან უეტესად ზიანდება ზედები.. მაგრამ ეგ არაა პრობლემა. იაფია, ან რაზვალნია დაზიანებული და ღირს 10-15 ლარი, ან დაპრესავ... მოკლედ რაღაც ზღაპრულ მითებს არ უსმინო რა

3. ტურბო ისეთი თემაა ტო უმეტესი რაც ცამოდის დაზიანებული აქვს მოუვლელობის გამო.. ამიტომ შეიძლება თავიდანვე ყიდვისას ნახვა როგორ მუშაობს. ტურბოს არ ზიანდება თუ უვლი! მოვლა: დაქოქავისას დაუცადე სანამ აბაროტიდაიკლებს (იდეაში უტურბინოი მანქანებზეც ესეა, თუ უვლი მანქანას) აბაროტის დაგდების მერე სასურველია ეგრევე არ იგაზაო სანამ წყალი არ გათბება 90გრადუსზე, დაძვრიდან ამას ჭირდებას 10 წუთი სადღაც

და გაჩერების შემდე თუ არ იგაზავე 20 წამი ამუშავე და ჩააქრე, თუ იგაზავებ და ისე გაჩერდები 30-40 წამი მაინც. ხოდა ეგაა მთელი ამბავი

ზეთი გამოუცვალო თავის დროზე. (ეს შენც გეხება
TSULE თუ ოლროუდს იყიდი 2.7ბიტურბოს) თუ დაზიანებულია გაკეთება ჯკდება 250-400 ლარი, გააჩნია დაზიანებას. გაკეტების შემდეგ დადის იდეალურად, უმეტეს ყველას გაკეტებული აქვს ჩემ კლუბში ტურბინა.
4. ხოდა ეხლა ერთი პატარა პრობლემა, 2002-2003 წლიანებზე ელექტროობას აქვს პრობლემა.. ანუ მილებზეა და ცელსიუსებზეა ამერიკლუები (A4 (B6) მაქვს საუბარი) თუ გადაგყავს კილომეტრებზე და გრადუსებზე, ურევს ან ცენტრალური ჩამკეტი, ან განათება, ან შუშების აწევ-დაწევა და მასე რა.. 2003 წლის მერე გამოასწორეს ეს პრობლემა. ამიტომ ან იარე ამერიკული მონაცემებით, არავიტარი პრობლემა ან იყიდე 2003 წლის ზემოთ.
მოკლედ დიდი ბოდიშით თუ რაღაც შეცდომებია წერაში, მეზარება ამდებნის გადაკიტხვა და ჩასწორება რა. გაიგებთ რაც წერია