სალამი ვოლვოელო

მაღალი მანქანა მინდოდა მეც და ამიტომაც გავყიდე Volvo s70 და გადავჯექი CR-V ზე. XC90 ის ფული არ მქონდა ჯერ

ვიყიდე 2001-ანი CRV 2.0 ავტომატიკა წესიერ მხარეს რულით (მარცხნივ). ჩემ შთაბეჭდილებას რაც შეეხება, მანქანა არის უზომოდ პრაქტიკული და საკმაოდ მარტივი. ვოლვოს კომფორტს შეგიძლია დაემშვიდობო. გამძლეობით, ვოლვოს გამძლეობას მიჩვეულს ნამდვილად ვერ გაგაკვირვებს გამძლეობით მარა როგორც ჩანს გამძლეა თან საკმაოდ. რამდენიმე ნაწილი დამჭირდა დაშლილებში და რომ ვნახე არც ისე იაფია დაშლილებში ჰონდას ნაწილები. ყიდვის დროს ყურადღება მიაქციე საბურავებსაც, რადგანაც მაგის საბურავები 15 იანი 205X70 ნახმარი ცალი ღირს 70-80 ლარი. და საბოლოო ჯამში კაი კუში გამოდის (შედარებისთვის ვოლვოს 16 იან 205X55 ში ვიხდიდი 40-45 ლარს 89% იან კონტინენტალში - აი ძალიან მაგარ საბურავებში)
საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ ამ მანქანით, დაჟე მაგრად შემიყვარდა, ბორდიურების მეფეა

მარა ნუ ვოლვოს კომფორტის მერე ცოტა ხანი მიჩვევა დამჭირდა.
გაზის დაყენებას რაც შეეხება: ცოტა აგრესიული სიარულის სტილი მაქვს და ჩემი ტარების მანერით წვავს 11 ლიტრს ქალაქში; ტრასაზე ჯერ არ გავსულვარ და არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ ყველაზე ცოტა 9 დაწვას. ასე, რომ გაზი რო დავაყენო, ვეღარ ვივლი მაგ მანქანით საერთოდ. სადმე აბგონზე ვერ გავალ და დავიმტვრევი, ასე მგონია

გაზის დაყენებას მე პირადად არ გირჩევ იმიტომ რომ გაწევას მაგრად დააკლებს და ბაგაჟნიკიც არ დაგრჩება იმხელა რომ 18 კუბიანი ბალონთან ერთად ცოტა დიდი რამ დატიო ნორმალურად (850 ის ბაგაჟნიკთან შედარების უფრო მოკლე აქვს ამას, მაგრამ სამაგიეროდ უნივერსალი რომ არის შეგიძლია მთლიანად აითვისო)
მანქანას რომ ვარჩევდი დაახლოებით 15 მდე მანქანა ვნახე და ძირითადად ყველას ქონდა საერთო შემდეგი პრობლემები:
1. საათი არ უმუშავებდა სალონში

ჩემსასას არ უმუშავებდა რო ვიყიდე და მარტივად გამიკეთა მეგობარმა - პაიკა ძვრება სქემაზე
2. ჰიდრავკიკები ქონდა თითქმის ყველას სველი
3. ბალკის რეზინები და უკანა სტერჟინები არ უვარგოდა (სავარაუდოდ, უბრალოდ დაემთხვა)
5. რასპრედვალის ზაგლუშკა და მატორის გალოვკის ხუფის პრაკლადკა - 15 დან 9-ს სველი ქონდა. ჩემსასაც სველი აქვს და შეკვეთილი მაქვს და შევცვლი.
და ყიდვისას კარგად დააკვირდი ჟანგებს - Volvo არ არის, ჟანგდება
და ამ მანქანის უდიდესი პლიუსი არის ბაგაჟნიკში დევს გასაშლელი პიკნიკის მაგიდა

რა ჯანდაბად მინდა მარა ხო არის
This post has been edited by გიო on 15 Nov 2012, 21:00