კრიშკამოხდილზე სიარული არ შეიძლება, არ მუშაობს მაგ დროს გაგრილების სისტემა ნორმალურად.
AB მაგას ვერ დაიჭერს. მიშამ რაც გირჩია ეგრე სცადე, თუ არადა, 50 ლარი ღირს ახალი რადიატორი ვექტრის. მეორადები ძვირია უფრო
თუ ახლის ყიდვას გადაწყვეტ, მეგალაინიდან რომ ჩახვალ ელიავაზე, დაშლილებში, როგორც კი დაშლილებში შედიხარ მეორე თუ მესამე ჯიხურია მარცხენა მხარეს, ახალ რადიატორებს ყიდის კაცი. ვერტიკალური რიგი რომ იწყება ბოლტებს და წვრილმანებს რომ ყიდიან მანდ. რომ იკითხო დაშლილების შესასვლელში ყველა მიგასწავლის.
ჩემ ვექტრაზე ეგრე გამიტყდა თერმოსტატდან შემავალი მილი. დავაწებე AB-თი მაგრამ არ უშველა. მაგ პლასტმასის გაკეთებაშიც 50 ლარი მითხრეს. წავედი და 50 ლარად ახალი რადიატორი ვიყიდე
კიდევ 4-5 თვე მე ვიარე მაგ რადიატორით და მერე კი გავყიდე მანქანა.
mishaGSIRacing is life. Anything that happens before or after is just waiting.