ამ ერთხელ ვაპატიოთ 2მიზეზის გამო
1. ძველი ოპელისტები არიან.
2. ბმვე მაინც ოპელის ნაწილებითაა აწყობილი და ნახევარი ოპელია (GM )
BMW და General Motors- ი მომავლის ტექნოლოგიებზე ერთად იმუშავებენ
კომპანიები BMW და General Motors- ი ახალი ტექნოლოგიების ერთობლივად შექმნას გეგმავენ.
ავტომობილების გერმანელი მწარმოებლისა და უმსხვილესი ამერიკული კორპორაციის გეგმების შესახებ ინფორმაციას Reuters- ი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს GM- თან მომავლის ტექნოლოგიებთან მუშაობის სხვადასხვა ვარიანტზე, ამის მეტს ვერაფერს ვიტყვით,“ - განაცხადა BMW- ს წარმომადგენელმა.
გერმანული ჟურნალის Wirtschaftswoche- ის წყაროები კი ამტკიცებენ, რომ კომპანიებს შორის აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ავტომწარმოებლები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
გარიგების შედეგად გერმანული კომპანია მიიღებს წვდომას ამერიკული კონცერნის ტექნოლოგიებზე, რომლებიც წყალბადის საწვავის ელემენტებს ეხება. ამასთან, გერმანული კომპანია აიღებს ვალდებულებას, საკუთარი პარტნიორის სამეცნიერო კვლევებში ინვესტიციები ჩადოს.
GM- ში ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.
ყოველთვის ასე იყო ოპელი ყოველთვის ეხმარებოდა BMW-ს
------------------------------------------------

This post has been edited by lapsha5 on 26 Sep 2012, 22:12