ე.ი ძვირფასო კლუბელებო/მეგობრებო, და უბრალოდ დამსწრე საზოგადოებავ

მოგეხსენებათ კვირას 11 ნოემბერს, მთაწმინდის კარტინგების ტრასაზე ჩატარდა ჩვენი სადებიუტო პირველი ღონისძიება წყვილთა რბოლაში კლუბელებს შორის:
E30 Club Georgia & E36 Club Georgia - ს ორგანიზებით.
ვინც ვერ მოახერხეთ მოსვლა მოკლედ ვეცდები ავღწერო თუ როგორ ჩაიარა ყველაფერმა ყველანაირი გადაჭარბების გარეშე:
შაბათს დავალაგეთ ტრასა ისე რომ ყველას თითქმის ერთნაირად ეარა და არ დაჩაგრულიყო პატარა ძრავიანი მანქანები, თან
უმეტესობა მათგანი დებიუტანტები იყვნენ ავტო-სპორტში, ასე რომ ძალიან "ჩქარი" ტრასა არ დავალაგეთ მაგრამ მაინც არ აკლდა საჭირო სიჩქარე

კვირას ისე მოხდა რომ დაემთხვა მეორე ივენთიც გაკრვეული მიზეზების გამო რომელიც უნდა დაწყებულიყო 3 საათზე და თხვონა იყო რომ იქნებ მოგვეწსრო ჩვენი შეჯიბრის ჩატარება.
მოქმედება განვითარდა შემდეგი სახით:
10 საათზე ყველა მონაწილე იყო ადგილზე, მოხდა რეგისტრაცია ყველა მონაწილის კენჭისყრა და გადანაწილება:
ზუსტად 10:50 ზე დაიწყო ვარჯიში, სადაც თითოეულ მონაწილეს უნდა ეარა 2 მთლიანი წრე. ყოველი გამომსვლელი მანქანა დასრულების შემდეგ ბრუნდებოდა ზუსტად თავის ადგილზე, ხოლო გასვლის დროს უკვე მეორე შემომსვლელი ელოდებოდა რამაც მოგვაგებინა საკმაო დრო

ზუსტად 12:00 ზე მორჩა 22 მონაწილის ვარჯიშის გავლა.
12:15 წუთისთვის უკვე მოხდა შეჯიბრის სტარტი და ზუსტი გაცნობა წესების.
დანარჩენი დრო უკვე იყო ძალიან თბილი მეგობრული სანახაობა, იყო უმნიშვნელო პრობლემები რომელიც ისე მოვაგვარეთ როგორც ჩვენ მეგობრულ კლუბს და ურთიერთგაგებას შეეფერება.
მთელი ღონისძიების განმავლობაში მიზანი იყო მხოლოდ ერთი, რომ შეჯიბრის მერე აბსოლუტურად ყველა ყოფილიყო კმაყოფილი და ბედნიერი, ადრენალინით დახარჯული და გახარებული რასაც 110% ით მივაღწიეთ.
14:00 შეჯიბრი უკვე წავიდა გადამწყვეთ ფაზაში, გამოიკვეთნენ ლიდერები - შესაბამისად ფინალისტები.
14:30-სთივს მოხდა გამარჯვებული სამეულის გამოვლენა ესენი არიან:
აკაკი ხმალაძე (ხმალა) - bmw e36 318is turbo
ოთარ ალაშვილი (ოტკა) - bmw e36 320i
მალხაზ მეზვრიშვილი (მახო) - bmw e36 328i
ვულოცავ კიდევ ერთხელ გამარჯვებულებს მთელი სულით და გულით.
14:45 ზე დაიწყო დაჯილდოება რომლის ყურებისაც და ხალხის რეაქციის-ას მივხვდით იმას რომ ზუსტად იმას მივაღწიეთ სადებიუტო ღონისძიებაზე რაც გვქონდა ჩაფიქრებული - მეგობრული, ორგანიზებული და სამართლიანი ღონისძიების ჩატარება.
ანუ მთლიანად დრო დაგვჭირდა ზუსტად 4 საათი დაჯილდოებიანად და მოვრჩით 3 ზე

ასე რომ დიდ მადლობას გიხდით აბსოლუტურად ყველას, ჩამოთვლას ნამდვილად არ დავიწყებ იმიტომ რომ თითოეული მონაწილე და არამონაწილე სულ ყველა გვეხმარებოდა და ბოლომდე გვერდში გვედგნენ დასრულებამდე.
დიდ მადლობას ვუხდი ყველა მონაწილეს, რომ მოამზადეს მანქანები და ყველაფერი გვერდზე გადადეს, ყველაფერი ქნეს რომ შეჯიბრზე გამოსულიყვნენ და ეარათ, მიეღოთ გამოცდილება და გაეტარებინათ უბრალოდ კარგი დრო.
და ეს ყველაფერი რაზეც ეხლა შეგატყობინეთ, შემიძლია და სიამოვნებითაც შემოგთავაზებთ მის ძალიან მოკლე მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრის დამასაბუთებელ რამოდენიმე ფოტოს და ვიდეოს
