თორე ავარის დროს დაცულია სუბარუ მაგრად..
Better balance
როდესაც უხვევთ, ცენტრიდანული ძალა ავტომობილს გზის კიდისკენ ეწევა. თუ რამდენად შორს წაიყვანს ავტომობილს ეს ძალა, დამოკიდებულია სიმძიმის ცენტრზე. თუკი ის მდებარეობს მაღლა, უფრო მეტი დროა საჭირო ბალანსისა და ავტომობილზე კონტროლის აღსადგენად. თუკი დაბლა - როგორც Forester -ში - ძარის დახრილობა და კურსიდან გადახვევაც ნაკლებია, რაც ავტომობილს მეტ მდგრადობას ანიჭებს.
შემცირებული ვიბრაცია
SUBARU BOXER -ის ძრავში დგუშების განლაგების, 180-გრადუსიანი კონფიგურაციის წყალობით, საპირისპიროდ მდებარე დგუშები მოძრაობისას ერთმანეთს აკომპენსირებენ. რაც რადიკალურად ამცირებს ვიბრაციის დონეს. შედეგად მიღწეულია მუშაობის ხავერდოვნება და ძრავის მახასიათებლების სიმწყობრე მთელ სამუშაო დიაპაზონში. ეს არის SUBARU BOXER -ის ძრავის უპირატესობა, ჩვეულებრივი ან V -ს ნაირი ტიპის ძრავებისგან განსხვავებით, რომლებშიც დგუშები თავისი მუშაობით ერთგვარ კონკურენციას უწევენ ერთმანეთს.
გაუმჯობესებული შეჭიდულობის ძალა
2 ბორბალზე გათვალისწინებულ ამძრავთან (2WD) შედარებით, მუდმივ სრულ ამძრავს გააჩნია გამოკვეთილი ღირსებები, განსაკუთრებით მოსახვევებში მოძრაობისას. გადასცემს რა, სიმძლავრეს ოთხივე საბურავზე, ავტომობილი ბუნებრივად და ნეიტრალურად მოძრაობს მოსახვევებში. თავიდან იცილებს მოუქნელობას და ზემდეტ მოცურებას, რომელსაც შეუძლია მერყეობისა და საავარიო სიტუაციების გამოწვევა.
* * *
მგზავრების დაცვა ავარიის დროს
სუბარუს ზოგადი უსაფრთხოების კონცეფცია მოიცავს ავტომობილისათვის ისეთი ტექნიკური მახასიათებლების მინიჭებას, რომლებიც, ავარიის დროს, მინიმუმამდე ამცირებს მგზავრებისათვის მიყენებულ ზიანს.
სუბარუს ღონისძიებები მგზავრთა უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის ავტომობილის შექმნის პროცესში უმნიშვნელოვანესი კატეგორიაა. სუბარუს სახელით ვაცხადებთ, რომ უსაფრთხოების განყოფილებაში მუდმივად ინიცირდება ახალი ტექნოლოგიები. ის მოიცავს რეალური ავარიების შედეგების კვლევას, ასევე გამაძლიერებელი კარკასის წრიული ფორმის შემუშავებას, რომელიც ანაწილებს ენერგიას ნებისმიერი მხრიდან შეჯახების დროს. ჩვენი მიზანია უსაფრთხოება შეესაბამებოდეს ნებისმიერი ქვეყნის სტანდარტებს. ამიტომ ჩვენ მივისწრაფით მინიმუმამდე შევამციროთ საავარიო სიტუაციების დროს მგზავრთა მიერ ტრავმების მიღების შესაძლებლობა. იაპონიაში, Legacy მოდელს უმაღლესი ადგილი უკავია უსაფრთხო ავტომობილების რეიტინგში (კრაშტესტების* შედეგების მიხედვით). და ეს მხოლოდ ნაწილია იმ ძალისხმევისა, რასაც სუბარუ ახორციელებს უსაფრთხოების საერთო კონცეფციის შესაქმნელად.
უსაფრთხოება შეჯახებისას
უსაფრთხოების კონსტრუქციის საერთო მაჩვენებელი ნებისმიერი შეჯახებისას დაცვის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. შეჯახების მიუხედავად, მგზავრების ზიანის მინიმიზაციას, სუბარუ ახორციელებს ავტომობილის ძარის კონსტრუქციის მეშვეობით.
ძრავა ისეა განლაგებული, რომ შეჯახებისას მისი ავტომობილის სალონში შეჭყლეტვა ძალიან რთულია. ჰორიზონტალურ–ოპოზიტური ძრავის დაბალი განლაგება ნიშნავს, რომ შესაძლებელია შემუშავდეს ისეთი კონსტრუქცია, რომელიც ფრონტალური შეტაკებისას მას იატაკის ქვეშ, ქვევით წაიღებს. ამგვარი კონსტრუქცია გარანტიას იძლევა იმისა, რომ ძრავის მოხვედრა სალონში ძალიან გართულდება. ძარის კონსტრუქცია მგზავრებს იცავს შეჯახებისგან ნებისმიერი მხრიდან. ძარის ყველა დგარი, რომელიც მოიცავს სახურავის ცენტრის დგარს და იატაკის საყრდენს, ძარას წრიულ კარკასში აქცევს. წარმოქმნილი კონსტრუქცია არის სწორედ სუბარუს უსაფრთხოების ახალი კარკასი, რომელსაც წრიული ფორმა აქვს. ის უზრუნველყოფს სალონის გაძლიერებულ დაცვას. ეს კონსტრუქცია უსაფრთხოების უმაღლეს მსოფლიო სტანდარტებს პასუხობს. ამასთანავე ძლიერი ძარის განმასხვავებელი ნიშანი არის, მისი უნარი გაზარდოს ავტომობილების სავალი თვისებები.
უსაფრთხოების ბალიშები და ღვედები
უსაფრთხოების ღვედების დამჭიმი და წონის შემზღუდველი
როდესაც ფრონტალური შეჯახების დროს ნახტომი აჭარბებს დადგენილ დონეს, მოქმედებს უსაფრთხოების ღვედებში არსებული დამჭიმები და იჭერს მგზავრს. Legacy მოდელში დაყენებულ დამჭერებს შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ 0.001 წამის ფარგლებში. თუკი დამჭიმები მგზავრს მხარსა და მკერდზე ძალიან უჭერს, იწყებს ამოქმედებას წონის შემზღუდველი, რომელიც შესაბამისად ამცირებს უსაფრთხოების ღვედის დაჭიმულობას.
უსაფრთხოების ღვედების რეგულირება სიმაღლის მიხედვით
უსაფრთხოების ღვედების სამწერტილიან ავარიულად ბლოკირებად დამჭიმს (ELR), წინა სკამებისთვის გააჩნია მარეგულირებელი – მგზავრის მხრის სიმაღლის მიხედვით, რაც მგზავრს საშუალებას აძლევს საკუთარ თავზე მოირგოს ღვედი.
უსაფრთხოების სამი ღვედი უკანა სკამებისათვის
დამატებითი შემაკავებელი სისტემა (SRS): სუბარუს უსაფრთხოების ბალიშები თავის თავში მოიცავს მკვეთრი რყევის შემარბილებელ მოწყობილობას. როცა უსაფრთხოების ბალიშების სისტემა დარტყმაზე საკმაოდ გვიან რეაგირებს, ის შეიძლება ძლიერად მოხვდეს მგზავრს და დაუზიანოს კისერი და თავი. სუბარუს დარტყმის გადამცემები განთავსებულია მართვის პანელზე და ავტომობილის ძარის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. შედეგად, გადამცემებს შეუძლიათ განასხვავონ ფრონტალური შეჯახება და შეჯახება ავტომობილის კუთხეში და ამასთანავე ბალიშები დაუგვიანებლად აამუშავოს. სუბარუს მოწყობილებები, რომლებიც ჩამაგრებულია უსაფრთხოების ბალიშების მართვის სისტემაში, ხელს უწყობს მგზავრების მსუბუქ დაცვას.
გვერდითი უსაფრთხოების ბალიშები
გადამცემები სწრაფად შეიცნობენ დარტყმას გვერდიდან და ააქტიურებენ უსაფრთხოების ბალიშებს, რომლებიც განლაგებულია ცენტრალური დგარის ქვედა ნაწილში. გვერდითი უსაფრთხოების ბალიშების გახსნის სისწრაფე შემოწმებულია. ის უზრუნველყოფს მგზავრის მკერდის დაცვას გვერდიდან შეჯახებისას.
იმენა თემა დავხურე ხო
This post has been edited by RS-dziii on 7 Dec 2012, 20:36