bizonikluchiრევაზ როგორ ხარ? ამ შაბათს მაგრად გვაკლდი გლდანში

=======================================================
ყველას მოგესალმებით, გილოცავთ წმინდა ნინოს ბრწყინვალე დღესასწაულს
როგორც უკვე მიხვდით მეზობელი კლუბიდან გეწვიეთ ... თქვენი გამოცდილება და დახმარება მჭირდება
ჩემს დეიდაშვილს ბორჯომში ჰყავს ოპელ ვექტრა B 1.6 1996 - 1997_იანია მეორე თაობის ეკოტეკი (ასე მითხრა, იმედია არ ცდება)
ძალიან კმაყოფილი არის მანქანით, მაგრამ ამ ბოლო დროს მაგრად აბრაზებს, მემგონი თვითმარქვია ხელოსნების ამბავია
გაზს ფეხს რომ მიაკარებს და ჩაადგავს, აბაროტი ნელა მიდის (გუდავს), თან ბოლომდე ვერ მიდის, პლიუს ჩეკს უნთებს. კომპიუტერზე ვისთანაც მიიყვანა, ყველგან ერთიდაიგივე დიაგნოზია, დეტონაციის დაჩიკი
ეს დეტონაციის დაჩიკი უკვე სამჯერ (სხვადასხვა) შეცვალა მაგრამ გამოცვლის მომენტიდან შედეგი არის ნოლი (3-ვე არამგონია დაბრედილი ყოფილიყო)
1. მაინტერესებს თქვენი კომპეტენტური აზრი, რისი ბრალი შეიძლება იყოს დიაგნოსტიკასსაც რომ ატყუებს (მე ასე ვფიქრობ)
2. ეს დეტონაციის დაჩიკი რა მოვალეობას ასრულებს და რა პრინციპით მუშაობს?
თქვენი დახმარებით, თუ იქვე ეშველება ხომ კარგი, და თუ მანქანაჩამოსაყვანი იქნება მეტი რა გზაა
წინასწარ დიდი მადლობა ყველას, დაიღალა უკვე, რომ ვერ აკეთებს მანქანის დანახვა აღარ უნდა

, მე კიდე ვამშვიდებ თქვენი იმედით
ჰონდას კლუბის სახელით რაც შემიძლია თქვენს გვერდით მიგულეთ
This post has been edited by crv777 on 27 Jan 2013, 22:26