მეგობრებო, ძალიან განერვიულებულ-გამწარებული ვარ და ან მიშველეთ რამე ან დამამშვიდეთ მაინც

)
მგონი კი დავწერე მარა ახლა კიდე დავწერ ჩემ პრობლემას.
http://www.tradecarview.com/used_car/japan.../vita/11758183/ეს მანქანა ვიყიდე, იმენნო ეს არა, ზუსტად ეს მოდელია, დაჟე ფერიც ემთხვევა.
პრობლემა:
ზოგჯერ, როცა დაქოქვა მინდა არ იქოქება, ტრიალებს, წვალობს და უცებ მინთებს F-ს იმ ადგილას სადაც N, A, R ინთება ხოლმე.
ამას რომ აკეთებს აღარ იქოქება სანამ კლემებს არ ვხსნი და სბროსს არ ვუკეთებ.
როცა ვყიდულობდი და შევამოწმე კომპიუტერზე (ელიავაზე) იმ კაცმა მითხრა რაღაც დაჩიკი არ შესაცვლელიო და მაგიტომ ანთებსო. მაშინ არ მეცალა და არ შევცვალე.
ახლა რო მოვიცალე მაგისთვის თეგეტაში მივედი, შეაერთეს და ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთო, რაღაც რობოტიაო თუ რავიცი, სხვანაირი გადაცემათა კოლოფი აქვსო და პრობლემურიაო (ამის გაგონებაზე წნევამ მხია, პირველი მანქანაა და ყველაფერს განვიცდი). მოკლედ ოპელის ცენტრში წაიყვანე და ისენი პროგრამულად გაასწორებენო. მივედი ოპელის ცენტრში, ვიღაც ბადრი ვნახე, ერთადერთი ეგ აკეთებს მაგასო. ამ ბადრიმ F-ს რო აგინთებს მერე მოიყვანე ასე დასბროსილზე ვერაფერს გავიგებო. F თუ ამინთო ევაკუატორით როგორ ვათრიო არ ვიცი.
ერთს ვკითხე და გასაღების ჩიპის ამბავიაო. მოკლედ ვისთანაც ვიყავი ყველას განსხვავებული აზრები ჰქონდა. მოვედი სახლში და ვნერივულობ.
ძალიან გთხოვთ ვინც იცით რამე მირჩიეთ რა ჯანდაბა ვქნა. თუ არ იცით რამე გამამხნევებელი სიტყვა მაინც მითხარით, გასკდა გული