აქ რა ამბებია თურმე :_))))
პირველ რიგში
mishka7777sa_4okბიჭებო საწყენად არ მიიღოთ მაგრამ საჩატაო თემა აგერ არის
თავისუფალი თემა VOL20 დათაგეთ
Junior K და იჩატავეთ რამდენიც გინდათ :_)) როგორც მივხვდი მეგობრები ხართ
კიდევ ერთხელ ვამბობ საწყენად არ მიიღოთ - უბრალოდ ამ თემაში E46-ის გარშემო რომ იყოს პოსტების უმეტესობა უკეთესია რომ 100% თუ არა 20% მაინც ინფორმატიული იყოს სხვა E46 მფლობელთათვის
ეხლა რაც შეეხება E46-ის ეკონომიურობას / ვიდს / კომფორტსმინდა ჩემი პირადი აზრი დავაფიქსირო
ვინც ეძებთ ვიდს / ეკონომიურობას (შედარებით ეკონომიურობაზეა აქ საუბარი იმიტომ რომ როგორც აკომ აღნიშნა არაა E46 ეკონომიური მანქანა გინდა 318 იყოს მექანიკა)
ესეიგი ვინც ეძებთ ვიდს და ეკონომიურობას - შეგიძლიათ იყიდოთ 318i მექანიკა ///M პაკეტი რაც მაგალითად გავაკეთე მე და 6 თვეა უზომოდ კმაყოფილი ვარ.
ვინც ეძებთ სიჩქარეს / სიმძლავრეს იყიდეთ 328 ან თუ ჯიბე გაგწვდებათ 330 ორივე ასევე მექანიკა.
Junior Kადრეც მაქვს ნათქვამი ბევრჯერ და ეხლაც კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ არაა 2.0 ის ძრავი რომ ეკონომიური იყოს და პლიუს ამას ოპტიმალური სიმძლავრით. ჩემი პირადი აზრია ეს. გინდა ახალი თაობის 2.2 იყოს და გინდა M50B20.
მე პირადად მაგას ვიყიდდი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ძალიან ძალიან იაფად ჩამივარდებოდა ხელში.
ეხლა რაც შეეხება ამერიკა/იაპონიის შედარებასეხლა მყავს იაპონური 2001-იანი E46, ექვსი თუ შვიდი წლის წინ მყავდა 95'იანი ამერიკული E36 და იმას უფრო მეტი ნავაროტკა ჰქონდა ვიდრე ამას. ეს ფაქტია და ამას ვერსად გაექცევი რომ პროცენტულად ამერიკული მანქანები უფრო "დახუნძლულია" ვიდრე იაპონური.
ასე რომ ვინც ეძებთ "ნავაროტკებით" სავსე E46-ს, მიაკითხეთ ამერიკას :_))) და + ამას თუ კარგ ფულს გადაიხდით არც იქ არის სვეჟი მანქანების სიმცირე