ვერ შევამჩნიე ეს პოსტი.
ჩემი აზრით x-trail ზე ასეთია . ელექტროობაში აქვს ხშირად პრობლემები. ბაბინები მალე უფუჭდება. ასევე crank shaft position დაჩიკი უნდა გეგდოს მანქანაში სადმე რომ გაგიფუჭდეს შეცვალო

წვითაც 11-12 ლიტრი ჭირდება ქალაქში. კარობკასაც აქვს ხოლმე პრობლემები. გააჩნია როგორ მანქანა შეგხვდება. მაგაზეა დამოკიდებული.ეს უარყოფით მხარეები
დადებითი ის აქვს რომ საბარგული ძალიან ფართოა და სალონიც. იმის მიუხედავათ რომ ელექტროობა სუსტი აქვს ძრავის მხრივ არანაირი პრობლემა არ გამიგია მაგ მანქანებზე. უგზოობაზე ალბათ უნდა გამოგადგეს არამგონია პრობლემები ქონდეს მაგ მხრივ.
მე პირადად ჩამომყავს მანქანები და რამოდენიმე x-trail მათ შორის ჩამომიყვანია. ჩემი გამოცდილება ასეთი იყო. ასევე ვისაც ვიცნობ და ჩამოყავს, რამოდენიმეს ანალოგიური პრობლემები ქონდა . მაგრამ ერთი პლიუსი ისაა რომ ძალიან ბევრი ნაწილები ამ მანქანაზე სხვადასხვა მოდელების მიდის. მაგალითად ბაბინა რომელიც 100$ დამიფასეს. შემდეგ წავედი და ბაზრობაზე დავიწყე ძებნა და ნისან მარჩისას მივაგენი დავაყენე და იმუშავა. 50 ლარი მივეცი. crank shaft position დაჩიკი კიდევ 70-80 ლარი ღირს. "პერედოკში" რაც კი ნაწილი შეიძლება გაფუჭდეს არ ღირს ძვირი და არც თუ ისე მალე უფუჭდება.
საერთო ჯამში ქალაქში და ასევე უგზოობაზეც უნდა გამოგადგეს. მაგრამ გირჩევ სანამ მანქანას იყიდი კარგად შეამოწმე ოღონდ ისეთ ხელოსნებთან არა ნისანის ცენტრში რომ ყავთ.

ტიიდაზე რომელიც გავყიდე და მანდ წაიყვანეს შესამოწმებლად . ძრავის რემენს აცვლევინებდნენ პატრონს. არადა "ცეპზეა" ძრავი

პ.ს ეს რამდელა პოსტი გამოცაცხვე. ამდენი ბოლოს როდის დავწერე არც მახსოვს
This post has been edited by Skyline R33 Widebody on 6 Apr 2013, 23:32