აუ ამ თემაში თუ ვინმე არ ღადაობდეს ...
GRIMბაზარი არაა მჯერა შენი და სიმართლე გითხრა არ შეგეკამათები ისეთ რამეში, რაც არ ვიცი.
ჩემი მეგობრის სივიკზე, 1.4-იან პრასტოი მატორზე შევცვალე ჰაერის ფილტრი, კოლექტორი, დროსელის ქვევით რაღაც პრაკლადკა მოვაძრე და გაცილებით უკეთ დადის ვიდრე იყო.
მე რომ არ გამეკეთებინა ვერავინ დამაჯერებდა, რომ 1.4i-სა და 1.4is-ის შორის მხოლოდ ის პრაკლადკაა განსხვავება და მეტი არაფერი.
შენ ჩემზე უფრო გეცოდინება, რომ არ არის აუილებელი მარტო კოვანები ჩაყარო მატორში და კარგად დადიოდეს. სულ უბრალო რაღაცეებითაც საკმაოდ შეიძლება ცხენების მომატება. თუნდაც ფილტრით, ინჯექტორებით, სვეჩებით, შემსვლელ-გამსვლელით, კარგი მახავიკით, სცეპლენიით, შკივით, ზაჟიგანიით, საწვავის წნევის რეგუალტორით, პრაშივკით და რა ვიცი კიდევ რითი ...

და შენც იცი რომ სიტყვაზე ინჯექტორებს ისე შევცვლი სტოკიდან ვერ გაარჩევ. შემსვლელსაც და გამსვლელსაც თავისუფლად გადავაკეთებ. არ არის აუცილებელი უფრო დიდები დავაყენო. პირიქით, პატარა კოლექტორს დავაყენებ, რომ ბუსტზე უფრო ადრე გავიდეს

წნევის რეგულატორის შეცვლაც არაა პრობლემა და პრაშივკის ხარჯზე ზაჟიგანიის 1 გრადუსით გადაწევაც რომ პრობლემა არ არის ხომ იცი ??? სცეპლენიასაც ექსედის ორგანიკას დავაყენებ და სულ არ მჭირდება კერამიკა. რა სტოკში მოყვება ექსედის ორგანიკა ???
საღოლ სუპრას, თუ აქედან ერთი რამის შეცვლის გარეშეც პლიუს 100 ცხენი ყავს ვიდრე სტოკში.
ნაღდად არ შემიმოწმებია ერთი სუპრაც კი და ნაღდად არ შეგეკამათები მაგრამ ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ ???
* * *
BPO888ჩეკს არ ანთებს ??? მაშინ უნდა მიყვე და მთლიანი სისტემა უნდა შეამოწმო ნელ-ნელა. სვეჩებით დაიწყე, ინჯექტორები, კატალიზატორი ამოიღე აუცილებლად. თუ კვერცხის სუნი დგება, გოგორდის სუნია იგივე, მაშინ დრო გასდის უკვე და ამოიღე რა. გაწევაც მოემატება ცოტა. მერე ფილტრები ნახე. ჰაერისა თუ გამორიცხე, მაშინ საწვავისა ნახე. ბენზონასოსის რიგიც მოვა მერე და ასე შემდეგ ...
სხვებისთვის სიკეთის იძულებით თავზე მოხვევა - არის ბოროტება.
ყველა ადამიანის სული უკვდავია, მაგრამ მართალი ადამიანის სული, უკვდავიცაა და ღვთაებრივიც ..
"მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ" - ჩესტერფილდი