გაუმარჯოს ყველას

უნდა მიშველოთ
Honda Civic Coupe მყავს, 2001 წლიანი, ამერიკული. როგორც „გამოცდილ“ მძღოლს წყალი ამიდუღდა და აღარ იქოქება.
ჯერ ელექტრიკოსთან მყავდა, ელექტროობაში აბსოლუტურად ყველაფერი რიგზეაო, მოტორის ბრალიაო. მართლაც, „გალოვკა“ და კლაპანები ჰქონდა მოტორში დაზიანებული, გაფხიკეს, გააკეთეს, წესით უნდა დაქოქილიყო, ისევ არ იქოქება. კუთხეში, პანელზე გასაღებს მინთებდა მწვანედ.
წავიყვანე ბელიაშვილზე, გოჩა კაკაურიძესთან, წავიყვანე რა, წავიღე

5 წუთში გავაკეთებო გოჩამ და ვერაფერი გაუგო, შეიძლება კომპიუტერია დაზიანებულიო. არადა, აშკარად ელექტრიკი კომპიუტერით უპრობლემოდ შევიდა. როგორც ვთქვი, ძალიან „გამოცდილი“ მძღოლი ვარ

და ამიტომ ვერაფერი გავიგე
ერთი ლაშა ლაგვილავა დამრჩა, დღეს უნდა დავურეკო, ჯერ არ გვცალიაო, ხუთშაბათს მითხრა, თორემ მერე აღარ ვიცი, ასე მარტივ საქმეს რატომ ვერავინ აკეთებს?
აბა, რას მირჩევთ?