სალამი ბენცერებს, მოკლედ ერთი პატარა პრობლემა მაქვს ჩემს W210 ზე (97-იანი 3.2 6L), ხალასტოიზე ტახომეტრი თამაშობს ცოტათი, ნუ დიდად არა მაგრამ მაინც მოძრაობს.
N ში უბრალოდ ძაან ცოტათი იგრძნობა მაგრამ D ში შუქნიშანზე რო დგახარ გაჩერებული უფრო მეტად იგრძნობა. ხოდა ახლა გავყევი მე მაგ თემას,
სვეჩები კარგია, გუშინ გამოვცვალე, ბაბინები კარგია, ერთზე მქონდა ეჭვი და ისიც გამოვცვალე ამას წინათ, პრავოდკა კარგია, დროსელი გუშინ გავწმინდე ვიურტის სითხით მაგრამ შედეგი იგივეა, არაფერი შეცვლილა. ხოდა გუშინ კაკრას მაგ დროსელს რო ვწმინდავდი აღმოვაჩინე რო ძრავი ერთნაირად მუშოაბს მიუხედავად იმისა ვოზდუხომერი ჩართული მაქვს თუ არა. ანუ გამოვრთე ვოზდუხომერი და ძრავი იმენა ჩვეულებრივად მუშაობს და ჩვეულებრივად დადის, საერთოდ არ არის განსხვავება, ხალასტოიზეც ზუსტად ისევე ათამაშებს აბაროტებს როგორც ვოზდუხომერ ჩართულზე და გამიჩნდა ორი კითხვა :
1. ჩემს ვოზდუხომერს აქვს დარხეული და მაგიტომ არ არის განსხვავება? (ნუ შესაბამისად ეს აბაროტის თამაში ხალასტოიზე შეიძლება მაგის ბრალი იყოს)
2. ზოგადად ყველაზე ეგრეა და ეგ ვოზდუხომერი ტრუხაზე აყენია

? ნუ ტრუხაზე მაგას გერმანელები არ დააყენებდენენ მაგრამ შეიძლება ეგრე იყოს რო ძრავი ვოზდუხომერით და მის გარეშე ერთანაირად მუშაობდეს. ჩემს წინა მანქანებზე რომელსაც კი ქონდა ვოზდუხომერი, ვოზდუხომერი რო გამოგერთო და ისე დაგექოქა ჯერ ერთი ჩეკს ანთებდა და მეორე ძრავი ძაან არასტაბილურად მუშაობდა.
ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება ამ ამბავში და გამიზიარებთ დიდად დამავალებთ, ხელოსნების ბოლის და მარჩიელობის თავი არ მაქვს, მარჩიელობა მეც შემიძლია