მოკლედ მოგიყვებიბით ჩემი მანქანის ავტომატური კოლოფის პრობლემის შესახებ რომელიც ძალიან მარტივად გასწორდა არადა 4-5 სპეცთან მყავდა მიყვანილი და ლამის გამომაცვლევინეს სიჩქარის კოლოფი.
ესეიგი, ამ 3-4 დღის უკან ვიყიდე მანქანა, C Class 1996 C220, როგორც პატრონმა მითხრა გადართვისას პრობლემები აქვსო და მართლაც, იმისთანა ბიძგები ჰქონდა სიჩქარეებიში გადართვისას რომ სავარძელზე მაკრავდა, თითქოს უკნიდან კაი მაგარი პანჩური ამოარტყეს მანქანასო

მოკლედ მივიყვანეთ ლოტკინზე ხელოსანთან და იმან ზოგადად ამ მერსედესებს სჭირთ ასეთი რამ კოლოფები "პლავნად" ვერ მუშაობენ და პატარა ბიძგები აქვსო, და თუ გასწორება გინდა აალების სანთლები გამოცვალე და გაზი გაასწორებინეო, უფრო ძრავის პრობლემა მგონიაო...
მოკლედ აალების სანთლები გამოვცვალე, სავალი ნაწილის ხელოსანს ვაჩვენე და იმან ნახა რომ ელასტიური მუფთა იყო დაზიანებული, სააკაძეზე ვიყიდე 90 ლარად და გამოვცვალე, მანქანამ დიდი ვერაფერი შვება ვერ იგრძნო.. წავიყვანე სხვა სიჩქარის კოლოფის ხელოსანთან, ვარკეთილში "ზევსი" რომ არის გაზგასამართი სადგური სადღაც მაგის უკან, ხოდა გაატარა და იმანაც ასე თქვა ესო ასე უნდა იყოსო ყველა მერსოს ეს პრობლემა აქვსო,ახლობელმა იყიდა 2-3 დღის უკან და იმას კიდევ უარესად აქვს შენი იმასთან შედარებით ბევრად უკეთესიაო (

)
წამოვედი და ისევ იმ სავალი ნაწილის ხელოსანთან მივედი "პადმატორნიკების" შესაცვლელად, თანაც გაზი გავასწორებინე ხელოსანს, დიღმის ტრასაზე ოპელის ცენტრტან მიშა ერქვა იმ კაცს, კაი ხელოსანია.
"პადმატორნიკი" რომ გამოცვალა ხელოსანმა დააკვირდა და ნახა რომ რაღაც ტროსი თუ შლანგი იყო გამოვარდნილი სიჩქარის კოლოფიდან თუ მატორიდანო თუ რაღაც ასე ამიხსნეს, ვაკუუმის ტროსიო თუ რაღაც ასეთი რა... ხოდა მანქანა ისე მოვიდა ჭკუაზე რომ ამასწინებზე ჰოდნა ფიტი მყავდა ვარიატორი და იმაზე რომ არ იგრძნობა სიჩქარეების გადართვა მასეთი გახდა, წიკწიკებს შვეიცარული საათივით

ხოდა რავიცი ვინმეს რომ შეექმნას მსგავსი პრობლემა გაკვრებზე გქონდეთ მხედველობაში: ელასტიური მუფთა, ძრავის "პადმატორნიკები" და ეგ რაღაც ტროსი... ძალიან მაგრად გამოსწორდა მანქანა, არადა გამოგლოვილი მქონდა რომ ერთი 300$_მდე ავალ კოლოფის შეცვლიანად და ხელობიანად მეთქი.

სხვათა შორის ძალიან კარგი სავალი ნაწილის ხელოსნები არიან დიღმის ხიდებს რომ გაცდები და ქსნის ქუჩისკენ რომ მიდიხარ ვისოლის ბენზოგასამართ სადგურთან მომიჯნავე ავტოსახელოსნოა, მომწვანო ფერის, ნუკრი იკითხეთ სავალი ნაწილის ხელოსანი (ისე 3 ნუკრია მღებავები და ა.შ) და მოგხედავთ, 3 კაცი მუშაობენ და ისე სწრაფად შლიან მანქანას რომ თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი "პერედოკი" ჩამოხსნილი რომ ჰქონდათ, არანაირი მეძვირე არაა თან და მარჩიელა ტიპიც არაა... რასაც იტყვის იცის..
This post has been edited by Mama_Basili on 11 Apr 2013, 10:39