ხოო ეკონომიურობა პრიორიტეტია ჩემთვის, თან ისეთ კომფორტულ მოდელზე როგორც ეშკაა, მაგრა ასწორებს ეკონომიურის და კომფორტულის შეხამება.
სიმართლე გითხრა ტიპტრონიკით გორაობა მირჩევნია ქალაქში, თან გამოცდილებითაც ვიცი, კაი ხანი დავდიოდი 2006-იანი ფოლცვაგენ ჯეტათი 2.5 ძრავით, ტიპტრონიკით. ხოდა ისეთი კომფორტული იყო და როგორ გითხრათ, მანქანას ვხმარობდი როგორც "წკეპლას"

სხვა რას შევადარო არ ვიცი, ანუ ისეთი მანევრირებადი და კომფორტული იყო.
ახლა მყავს 2000-იანი ც კლასი 2.0 ძრავით, ოღონდ კომპრესორით, მექანიკა.

114 ჰქონდა გავლილი რომ ჩამომიყვანეს, ახლა 118 აქვს გავლილი.
ე.ი მე ამ მანქანას მინუსი ვერ ვუპოვე, ძალიან კარგი მანქანაა. კომფორტულიც არის (ეშკას ვერ შევადარებ მაგრამ მაინც)
აჩქარებაც ძაააან საკაიფო აქვს და ლამაზიც არის, მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ,
უბრალოდ მხოლოდ ერთ მინუსად მიმაჩნია რომ ქალაქში 11-12 ლიტრს მიწვავს და ეს არ მომწონს.
ხოდა ის ვარიანტი თუ ჩამივარდა დიდი სიამოვნებით შევცვლიდი ეშკაზე, ნუ რას ვიზამ რომ ტიპტრონიკით ვერ ვიგორავებ, მაგრამ იმედია მექანიკითაც არ დავრჩები ძალიან უკმაყოფილო.
ასეთი ამბებია ჯერ-ჯერობით