კიდე ერთი კითხვა..
კომპიუტერზე, After Reset-ისა და After Start-ის მერე რო გადავდივარ, იჩითება რაღაც Range, სადაც ხან რამდენი კილომეტრი წერია, ხან რამდენი.. ზოგჯერაც ვაბშე არაფერი წერია..
ერთხელ ვცადე "გამოთვლა" და თითქოს After Reset-ისა და After Start-ის განვლილი მანძილის ჯამი გამოვიდა ... მარა სხვა შემთხვევებში მგონი აღარ..
ხოდა რა რეინჯია ეს? რას ითვლის ვაბშე?
აქვე წინა გვერდებზე დასმულ შეკითხვას გავიმეორებ. თქვენს ცოდნასა და გამოცდილებაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ დარწმუნებულები ხართ რომ აქ 8km/l
http://s019.radikal.ru/i641/1304/c0/103a263af804.jpg ნიშნავს იმას რო 100 კილომეტრზე 8 ლიტრას წვავს? და არა 8 კილომეტრზე 1 ლიტრას?
თუ დაჩიკი ატრაკებს და არასწორად ითვლის? თუ ვისოლში მომატყუეს (სხვათაშორის მანდ სხვა მანქანებზეც რაც ჩამისხავ პრემიუმი, იმდენი "სწრაფად დაცლილა")? ახლა gulf-ზეც ვტესტავ იგივეს და ვნახოთ..
ვერ ვხვდები დღეს 9 ლიტრაზე რატომ ავიდა, როცა ქალაქში სიარულზე მიწერდა 7-8-ს...ისიც winter რეჟიმზე.
ახლა სტანდარტზე გადმოვიყვანე გუშინ და 6-7-ს მიწერდა..
არ ვაგაზავებ, რესკად არ ვატორმუზებ.. ვცდილობ მაქსიმუმ 80-ით ვიარო.. ისიც სანაპიროზე და აღმაშენბლის ხეივნაში.. დალშე 60-იც მყოფნის, ისეთი კომფორტულია ეს მერსედესი, რო ნელა სიარულითაც ვიჭერ მუღამს..

ტახომეტრს ვცდილობ 2000-ს არ ავაცილო ხოლმე.. კონდიციონერი არ მქონდა ჩართული, ჯასთ ლუქი მქონდა ღია.. და დღეს ავიდა 9.5 ლიტრაზე..
იმას არ ვამბობ 9 ბევრია და რატო მიწვავს ამდენს თქო.. უბრალოდ ღამით როცა დავდივარ იგივე რეჟიმით აშკარად 1-2 ლიტრით ნაკლებს მიჩვენებს და მზეზე მოქმედებს ეს ჩემისა თუ რა არის?

მაგიტომაც გამიჩნდა ეს შეკითხვა ხელ მეორედ.. ხომ არ ნიშნავს იმას რო 9.5 კილომეტრს გაივლის 1 ლიტრით?
ანუ, ამერიკულებზე MPG რო აქვთ, ეგ ხო იმას ნიშნავს რო ამდენ მილს გაივლი ერთი გალონით ...
კომპიუტერში არ იყო km/l - MPG-ზე გადასაყვანი.. თორე მაგასაც ვნახავდი..