გამარჯობა ბიჭებო, თქვენი რჩევა-დახმარება მინდა რა.
დღეს შევცვალე სვეჩები და აი ასეთ რამეს გადავაწყდი. უკანა ორი ჩიბუხი "გაყოფილ" მდგომარეობაში დამხვდა.
ყველა ჩიბუხი გარდა ორისა სრულად ამოვიდა თვისი ჩარჩოდან, გარდა უნანა 2 ჩიბუხისა - ხელში შემრჩა მხოლოდ ზედა (სურათზე ნაჩვენები "1 - მწვანე") ნაწილი. და მეორე ნაწილის (ყვითელი) ცალკე ამოღება მომიხდა. ანუ "1" და "2" ნაწილების გადაბმის (წითლად გამოყოფილ) ადგილზე იყო გაყოფილი.
"1" და "2" ნაწილების შეერთების ადგილზე მყოფი ზამბარა და და რაც ზამბარაზე ერთდება დაჟნგული-დაცვარული იყო. გავწმინდე ჟანგისგა და ისევ ისე დავამაგრე როგორც იყო. როგორც ჩანს ეს ჩიბუხები გარკვეული დროის განმავლობაში ასე დაზიანებუი იყო და დადიოდა მანქანა, დღესაც იარა ჩვეულებრივად. რამდენად რეკომენდებულია ასე სიარული? რამდენად შესაძლებელია რომ ამან სხვა რამე დააზიანოს და რა შეიძლება დააზიანოს?
* * *
ჰოოო და კიდევ რა მაინტერესებს, თუ ჩიბუხებს შევცვლი მთლიანად უნდა შევცვალოო? თუ მხოლოდ "2" ნაწილი უნდა ვიშოვო და "1" ნაწილს მოვარგო?