გასაგებია
ეგ არის რობოტიზირებული კარობკა ორმაგი სცეპლენიის დისკით. ანუ ორი სცეპლენია უდგას კარობკას და მათ შორის ტრიალებს მთავარი ლილვი. საკმაოდ კარგი რამეა, მაგრამ ძალიან ძვირი ჯდება.
ავტომატიკაა იგივე, რობოტიზირებული გადართვის მექანიზმით. ანუ უდგას სპეციალური ბლოკი, რომელიც ითვლის სიჩქარეს, მატორის აბაროტებს, რომელ სიჩქარეშია კარობკა და რა დინამიკით აწვება გაზის პედალს მძღოლი

მაგის მიხედვით გადასცემს ინფორმაციას სცეპლენიის დისკს. მატორის ვიბრაციის სიხშირესაც ითვლის.
ყველაზე მაგარი ისაა, რომ კოაქსალური ლილვაკების საფუძველზე სიჩქარედან სიჩქარეში გადააქვს ჭადრაკისებურად. ანუ პირველ ლილვაკს როცა უჭირავს პირველი სიჩქარე, მძღოლის სიარულის მანერის მიხედვით მეორე ლილვაკს იქამდე იწყებს მეორე სიჩქარეში გადატანას, სანამ პირველი გაითიშება. ფაქტიურად დანაკარგი არა აქვს მატორის სიმძლავრეს და არც გადართვაში იკარგება დრო.
შესაბამისად, მეორე სიჩქარეში გადაატანას უზრუნველყოფს მეორე ლილვაკი და მეორედან მესამეში გადატანას ისევ პირველი ახორციელებს, მესამედან მეოთხეში კი ისევ პირველი და ასე შემდეგ.
ისე 7 საფეხურიანი კარობკაა ეგ.
იგივე პრინციპი აქვს BMW-ის განთქმულ SMG-ის კარობკას
This post has been edited by VADA on 5 Mar 2013, 21:19