kotelnikoviბენზინი უნდა პრემიუმუ ან სუპერი მე პირადად პრემიუმზე ვამუშავებ და მშვენივარდ მუშაობს ზეთს უნდა სწორი შერჩევა და არც მაგსი გამოცლა ჯდება ძვირი მე მაგალითად მიჯდება 55 ლარამდე ვცლი 6-7Kზე. ადვილად არ ფუჭდება ნაწილები ყრია და თან არც ძვირია
nnnikaaa2H - რეჟიმში ჩვეულებრივი უკანა წამყვანია.
4H – ამ რეჟიმში ხდება ავტომატური და ნაწილობრივი ბლოკირება, წინა და უკანა ღერძები ბლოკირდება სხვადასხვა პროცენტულობით.
რაც უფრო მეტად ბუქსაობს წინა ბორბლები, მით მეტი პროცენტულობით ბლოკავს. მოკლედ დაახლოებით LCD ბლოკირების პრინციპია
როდესაც მანქანა ამ რეჯიმშია ბლოკირება ხდება ე.წ. ვისკო მუფტით რომელიც არ არის საიმედო, დაუშვათ დიდი ხანი რომ აბუქსავო ამ რეჟიმში შეიძლება გადახურდეს, და ა. შ. რაც ოფფროუდისთვის ნამდვილად, არ არის. კარგია თოვლში და წვიმაში, ასევე ზოგადად არაეფექტურია, ფაქტიურად რეალური ბლოკირება არ გაქვს ამ რეჟიმში
მაგრამ იოს ასევე აქვს რეალური ბლოკირება
4HLC – ამ რეჟიმში ხდება ღერძთაშორისი ბლოკირება ხისტად (კბილანებით) 100%
4LLC– იგივე რაც 4HLC + ემატება პანიჟენია
პლუს კიდევ ამას იოს (ყველას არა) ოპციონალურად მოყვება უკანა ხიდის LCD. (დიდ პაჯეროებს უკანა ხიდის ხისტი ბლოკირებებიც აქვს, უფრო ევროპულ მოდელებს)
ხშირია კითხვა თუ რას წარმოადგენს სუპერ სელექტი. მარტივად რომ ვთქვათ ესაა პარტ ტაიმ და ფულ ტაიმ ტრანსმისიების ნაჯვარი.