გაუმარჯოს, მირჩიეთ რა რული სად გადაგაქვთ ამ მშვენიერ პიპიაზე

მინდა რომ ხარისიანი იყოს, იაფიან გზას არ ვეძებ

მირჩიეს ეს:
ურამიშვილის გამძირზე მე-8 საავადმყოფოს ასასვლელთან არის ლუკოილის კალონკა აი მანდ კალონკის გვერდით ჩასახვევია და ნახავ ოხრად მანქანები აყენია, კარგად აკეთებენ მანდ. რომ ჩაუხვევ სულ ბოლოში პირდაპირ ბოქსში მიდი გოჩა იკითხე კაი ტიპია და მოგხედავს
ვინმეს აქ გადაგიტანიათ???
ეს დამიწერეს ფორუმზე და ესეთია მართლა ყველა გადატანილი???
ზოგს როგორ აქვს, ზოგს როგორ. ჩემი პრობლემებია:
1. სარკეები. მარცხენაში ცოტა ჩანს. მარჯვენა არის მატყუარა სარკე. პარალელური პარკირების დროს, უკანა სვლაზე ფრთხილად უნდა იყო, რადგან კუთხეს არასწორად გაჩვენებს შეიძლება გაუსვა.
2. საჰაერო. რულის გადატანის მერე სალონში გარედან ჰაერი აღარ შემოდის და როდესაც ბევრი ხალხი გიზის ან/და გარეთ ცივი ამინდია, ეგრევე იორთქლება შუშები. მოგიწევს ჩამოწევა ზამთარში და გაყინვა.
3. პავაროტნიკები. როდესაც ჩართავ, რული გასწორებაზე თვითონ გამორთვას არ აკეთებს
4. დვორნიკები. იდიოტური ტრაექტორიით მოძრაობს და დვორნიკი ბოლოში ლაბავოის რეზინას ედება და ჭრაჭუნობს.
ასევე 1-იან სიჩქარეზე ვერ არეგულირებ რა სისწრაფით გადაიწიოს. წვიმაში სიარული მეზიზღება.
5. ყველაზე მთავარი რული. ჩემი არის rav4-ის კალონკა. საერთოდ არ გაქვს იმის შეგრძნება, რომ გზასთან კავშირი გაქვს.
პრობლემები დამატებით: ბოლომდე რომ დაკეცავ რულს, რაღაც სიტუაციებში სწორად აღარ დგება, ვგულისხმობ თვითონ რულს. საჭიროა ხელოსანთან მიხვიდე, შლიცებიდან ამოიღოს და გაასწოროს.
ამას წინათ რაღაც ტკაცუნობდა მოხვესისას. მივედი და აღმოჩნდა რომ თურმე გადატანისას რულავოის ძველს ჭრიან და ახალს ასვარკებენ კუსტარულად და მერე მაგაზე იწყობა ყველაფერი. დასვარკების ადგილას ძალა ადგებოდა და ატყდა სვარკა, მომიწია დასვარკება და რეზინა დაუდეს რომ მოხვევისას აღარ ეჭრაჭუნა. smile.gif
ასევე რაზვაროტი აქვს საშინელი, მოტრიალებისას დაზადვნა მოგიწევს ხშირ შემთხვევაში.
6. ნუ ეს გადატანსთან კავშირში არ არის, მაგრამ ძრავი და გაზის პედალი აქვს იტირებ. მიადგავ და ზეგ მიდის. 1.8 არის ჩემი, 2.0-იც დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს.
7. რემონტი
რადგან რული გადატანილია, ნაწილებიც კუსტარულია იმ გაგებით, რომ გაჩარხულია და ასე შემდეგ. მაგალითად ამას წინათ გამოცვლა დამჭირდა რაღაც ნაწილის და თეგეტაში დატოლებები და ეგეთი რაღაცეები დამჭირდა, თან ხელოსანმა მიხერხ-მოხერხა მერე ის ნაწილი, რომ წასულიყო.
რომ შევაჯამო ეს ყველაფერი, ცხოვრებაში გადატანილ რულიან მანქანას აღარ ვიყიდი და არც გადავიტან არასდროს.
გირჩევ ან მარჯვენათი იარო, ან გაყიდო ეგ ნაგავი მანქანა (არ გეწყინოს, მეც ეგ მყავს wink.gif) და სხვა იყიდო.
ზეთს ჭამს, ბენზინი სუპერი უნდა.
მე უბრალოდ ახლა ვერ ვყიდი, თორე როდესაც შემეძლება ეგრევე მოვიცილებ.