musenbeziმოკლედ და ამგვარად მექანიკა 540 რო მყავდა ერთ მშვენიერ დღესაც მატორის უკან გასკდა ფეჩის შლანგი.
მე კიდე დავდიოდი ბედნიერად ისე რო ვერაფერი ვერ გავიგე, არც ტემპერატურის დაჩიკი აწეულა მაღლა და არაფერი.
უცბად ABS და DSC ამინთო. გავაჩერე ჩავაქრე თავდან დავქოქე, მაგრამ არ ჩაქვრა.
დიღომში ვიყავი ეგ რო ამინთო. ხოდა ვარანცოვზე რო მოვედი უკვე ვატყობ რო მანქანა ვეღარ მიდიოდა.
გავაჩერე და რას ვხედავ წყლისგან არის დაცლილი მატორი
მოკლედ სახლამდე მივაღწიე როგორც იქნება.
მერე მოვიყვანე სახლში ხელოსნები, ეს შლანგი გამოვცვალე.
დავქოქეთ და კაროჩე სერიოზული პერებოი ქონდა და ძაან ცუდ ხმაზე მუშაობდა მატორი.
მეთქი ვსიო დაიბრიდა ყველაფერითქო, პრაკლატკაც დამწვარი მეგონა და ასე შემდეგ.
წავედი ხელოსნებში გავიარ გამოვიარე და 2000$ მომთხოვეს რო დაეშალათ და თავიდა აეწყოთ ეს მატორი და ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნებულიყო.
ეს რო გავიგე წნევა 200 ამივიდა მაგრამ რას ვიზავდი.
ავდექი და კომპიუტერული დიაგნისტიკის ხელოსანი მოვიყვანე სახლში და რო შეაერთა და დაზბროსა ეს ABS და DSC ჩააქრო და პერებოი რო ქონდა ეგეც უცბად გამოსწორდა.
ხელოსანმა მითხრა ვსიო ყველაფერი მწყობრში არისო, და გადარჩიოოო...
მე კი ძალიან გამიხარდა, მაგრამ ვუსმენდი მატორის მუშაობას და პატარა უხეში რაგარუგის ხმები შევამჩნიე, ხელოსანს რო ვუთხარი, ეგ არაფერია ეგრე უნდა იყოსოო :|
არდა მე ხო ვიცოდი მანამდე რა ხმაზე მუშაობდა ჩემი მატორი.
ასე და ამგვარად კი დაიწყო ჩვეულებრივად სიარული მაგ მანქანამ, მაგრამ ეგ ის 540 აღარ იყო რაც მანამდეე
შეიძლება ცოტათი მაინც გადახურდა ძრავი, და ის კომპრესია აღარ ქონდა, მაგის მერე დაეწყო ვანუსებსაც რაგარუგის ხმა და ამასობაში გაწევაც საგრძნობლად დააკლდა მანქანას.
ასეროომ 540-ის ძრავი ცოტა ფაქიზი რაღაც არის და ჯობია ეგ მანქანა ვაფშე მოიშორო, ან მატორი გაახსნევინო და თავიდან გააკეთებინო....
თორე დაგტანჯავს მაგის წყლის ადუღება, ვანუსების ხმა და უაზროდ ბენზინის წვა.